ჟურნალისტი ნინო ჭელიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და კორონავირუსის შესახებ წერს.
როგორც ჟურნალისტი წერს, მამამისი კორონავირუსით იყო ინფიცირებული, მისი კორპუსიდან კი ადამიანები უცებ ქრებიან.
„ჰოსპიტალში კოვიდით გადაყვანილ პაციენტებს თვისი ისტორები აქვთ.
ნებართვა რომ მქონდეს, მამაჩემისგან მოსმენილ ბევრ ისტორიას მოგივყებოდით; თუნდაც 11 თვის ჩვილზე, რომელიც მთელ სართულს შეუყვარდა, შშმ ცოლ-ქმარზე რომლებიც სხვადასხვა სართულზე მოხვდნენ და დარდობდნენ, რადგანაც ერთმანეთზე უნდოდათ ეზრუნათ.
მამაჩემის კორპუსში ადამიანები ან მალე ეწერებიან ან მძიმდებიან. მაგრამ იმ ეზოში არის სხვა კორპუსი საიდანაც ადამიანები უცებ ქრებიან. ზუსტად ასე აღწერენ - უცებ.
წევს შენ გვერდით, გახედავ და გაქრა. წევხარ გამქრალის საწოლთან და ელოდები როდის შემოვლენ დიდი ცელოფნის პარკით. წარმოუდგენელი შიში და ემოციები ტრიალებს ალბათ ამ დროს სხეულში.
როგორც მამა ამბობს სართულს და პალატას ვერასდროს დაივიწყებ,“- წერს ნინო ჭელიძე.
🔽 აგრეთვე წაიკითხეთ: