Digest Logo

„საქართველოში 3 ბავშვი ავცერით...“ - მიქელაძე

1627463208
თემურ მიქელაძე

ცნობილი პედიატრი, თემურ მიქელაძემ ტელეკომპანია „იმედთან“კოვიდის გავრცელებისა და მისი მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა.

თემურ მიქელაძე:

„ბავშვთა მომართვიანობა როგორც ჩემთან, ისე სხვა პედიატრებთან, ყოველდღიურად მეტ-ნაკლებად იმატებს…

კოვიდი რესპირატორულ-ვირუსული დაავადებაა და ახასიათებს ის სიმპტომები, რაც ამ დაავადებებს ახასიათებს. ასაკობრივი თავისებურებების მიხედვითაც ისეთი გამოვლინებებია, რაც წინა შტამებს ახასიათებდა. ძირითადად, ეს არის ზედა სასუნთქი გზების ინფექციებისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა. დელტა შტამის შემთხვევაში, მისი კონცენტრაცია უფრო დიდია ზედა სასუნთქ გზებში, ამიტომაც გადამდებობის ინდექსი უფრო იზრდება და შეიძლება, უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდეს. მე რაც მქონია შემთხვევა, სხვა მხრივ სიმძიმით გამორჩეულია არაა სხვა შტამებისგან. ბავშვებში მიმდინარეობს მსუბუქად, საშუალო სიმძიმით ან უსიმპტომოდ. განსაკუთრებულ გართულებებს, რა მონაცემებიც ჩვენ გვაქვს, არ უნდა ველოდოთ…

12-დან 15 წლის ჩათვლით საქართველოში სამი ბავშვი აიცრა. მათთვის კონკრეტული გამონაკლისი დავუშვით, მათ ჰქონდათ ისეთი ქრონიკული პათოლოგია, რომელთა დაინფიცირების შემთხვევაში კორონავირუსის გამწვავებული ფორმა მიგვეღო. ერთი კვირის წინ აიცრნენ და გადაიტანეს ყოველგვარი გართულების გარეშე. სამაყროს ნაწილი ვართ და რა რეკომენდაციაც იქნება, იმას მივყვებით. ამ ეტაპზე ჯერ ბავშვების აცრა არ იგეგმება, რადგან კონკრეტულად ამ ასაკობრივ ჯგუფში ვირუსი მიმდინარეობს მსუბუქად, საშუალოდ და მძიმედ. ასაკობრივი დაწევა ვაქცინაციის, მოგვეხმარება იმაში, რომ თუკი ქრონიკული პათოლოგიაა, აცრას შევძლებთ“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ეს კვირა იქნება გადამწყვეტი - რა სცენარისთვის ემზადება ჯანდაცვის უწყება

არ შემიძლია ჩუმად ვუყურო, როგორ იკლავთ თავს და კლავთ სხვას - ვის მიმართავს გიორგი ფხაკაძე

მე ამ მდგომარეობას დავარქმევდი კატასტროფულს, SOS მდგომარეობას - დევი ტაბიძე