ექიმი არჩილ მარშანია საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკა ტიკარაძის განცხადებას ეხმაურება. მარშანიას აზრით, ტიკარაძემ უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა, რომელიც მის არაპროფესიონალიზმზე მიუთითებს.
„ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი ძალიან შორს რომ დგას მედიცინასთან და ზოგადად მეცნიერებას, ბევრჯერ დავრწმუნდით ამაში.
ეჭვი მეპარება აწი ქალბატონმა მინისტრმა იმუნოლოგია, სტატისტიკის ანალიზი ან თუნდაც ნემსის გაკეთება ისწავლოს, თუმცა წამლად ერთი კაცი როგორ ვერ მოიძებნა ქვეყანაში სამეცნიერო კომუნიკაციის ანბანი ასწავლოს, რა გჭირთ მართლა თქვე გაჭირვებულებო.
იმუნიზაცია არ არის მთავარი პრობლემა, მაგ დროსაც(!) ხდება ინფიცირებაო, ჯანდაცვის მინისტრი ამბობს რომელმაც ამას წინებზე თქვა ანტივაქსერული მოძრაობა გადავტეხეთო.
ვეღარც ვბრაზდები რა, გამ....ვება შეიძლება ამდენი უწიგნურის ყურებაში“, - წერს მარშანია.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა რომ იმუნიზაცია არ არის მთავარი პრობლემა, რადგან მაგ დროსაც ხდება კოვიდით ინფიცირება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„ღმერთმა წყალობა მოგვივლინა ვაქცინის, აცრის სახით და არის ხალხი, ვინც ამაზე უარს ამბობს“ - დეკანოზი
„იმისთვის, რომ ქალის „არა“ იყოს „არა“, მაშინ ქალებმა უნდა ისწავლონ „კი“-ს თქმა...“
„საქართველოში 3 ბავშვი ავცერით...“ - მიქელაძე