ცნობილი ექიმი ანზორ მელია დღეს 74 წლის გახდა. საიუბილეო თარიღს მას შვილი, პოლიტიკოსი ნიკა მელია საჯაროდ ულოცავს. ნიკა მამასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს თუ რამხელა როლი უჭირავს მის მშობელს თავისი ცხოვრებაში.
„დღეს 74 წელი შეუსრულდა, აქედან 49 წელია რაც ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნავს. მთელი ეს წლები თავდაუზოგავად ემსახურება ხალხს. თავის თავისთვის, ჩვენთვის - ოჯახისთვის ნაკლებად ეცალა, სულ პაციენტებთან, სულ კლინიკაში იყო, პაციენტების ცხოვრებით ცხოვრობდა და ცხოვრობს.
იშვიათად, ისიც გვიან ღამით ვხედავდი სახლში, მაგრამ მიუხედავად ამისა, უამრავ რამეს ვსწავლობდი მისგან - უშუალოდ მისი ძალისხმევით, ან მის გარეშე - უბრალოდ მისი შემყურე - მის მაგალითზე.
მისგან ვისწავლე, როგორ უნდა იყო პრინციპული, როგორ უნდა იყო მოტივირებული არამოტივირებულ გარემოშიც კი და როგორ უნდა გჯეროდეს წარმატების მაშინაც კი, როცა ამის შენს გვერდით ბევრს არ სჯერა!“ - წერს ნიკა მელია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„უმრავლეს შემთხვევაში დელტა შტამის დროს ბავშვებში არის ჰექტიური ტემპერატურა,“ - თემურ მიქელაძე
„სანამ საქართველოში ეს არ დამთავრდება მანამდე გაიზრდებიან მოძალადე ბავშვები“- თამარ გაგოშიძე