Digest Logo

„პირველ ადგილზე ვართ ახალი თაობის ანტიბიოტიკების უპრაგონო, უაზრო და კაცობრიობისთვის მავნე მოხმარებით!“

1628177535
ექიმი დავით გადელია

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის დირექტორი დავით გადელია ანტივაქსერებს მიმართავს. ადამიანებს, რომლებიც აცრისგან თავს იკავებენ გადელია კითხვას უსვამს - იციან თუ არა მათ ყველა, იმ პრეპარატის შემადგენლობა, რომლებსაც იყენებენ ან აქამდე გამოუყენებიათ.

„ის ხალხი მაინც ნუ გოდებთ და ნუ იბზუებთ პირს ვაქცინაზე - „აჰ, მარტო ერთი წლის შესწავლილს როგორ ჩავიკარებ პირშიო!“ - მუჭით რომ სვამთ ყველა დაცემინებაზე ანტიბიოტიკებს! დავიჯერო, მათი ფარმაკოკინეტიკა ზედმიწევნით გაქვთ შესწავლილი?? თუ გაქვთ - არ დალევდით! პირველ ადგილზე ვართ ახალი თაობის ანტიბიოტიკების უპრაგონო, უაზრო და კაცობრიობისთვის მავნე მოხმარებით! (თუ საჭიროა, იმასაც ავხსნი, რატოა კაცობრიობისთვის მავნე). ან სხვა ვაქცინა რამდენ ხანში და ვის მიერ იქნა მიღებული ეს თუ იცით?“ - წერს გადელია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ე.წ. ეპიდემიოლოგთა დესტრუქცია, კონკრეტულად მთავრობის წინააღმდეგ არის მიმართული - მოროშკინა

„როცა ხელისუფლების რომელიმე მესვეური იტყვის ფრაზას „სისხლიანი ცხრა წელი“, უნდა ვუპასუხოთ სახელით „ლუკა სირაძე“ - სალომე ასათიანი

დღეს რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილება აიკრძალება