პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში დელტა შტამის მიმდინარეობის თავისებურებებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მომართვიანობამ მოიმატა, თუმცა დელტა შტამს განსაკუთრებით რთული მიმდინარეობა არ ახასიათებს.
„ბავშვებში მომართვიანობამ მოიმატა. იმ დროს, როდესაც ყველაზე ხშირი გავრცელება იყო ოქტომბერი-ნოემბერი, ათეულზე მეტ პაციენტთან მქონდა შეხება. მე პირადად ყოველდღიურად 4-5 პაციენტთან ახალ დიაგნოსტირებულ შემთხვევასთან მაქვს საქმე. დელტა შტამი განსაკუთრებული სიმძიმით არ მიმდინარეობს, დაახლოებით იგივე მიმდინარეობა აქვს. ერთადერთი არის გახანგრძლივებული ცხელება, მაშინ როდესაც თავიდან იყო 2-3 დღე ცხელება მაქსიმუმ. უფრო მეტად არის გამოხატული ჰექტიური ცხელება. ცხელების დღეების რაოდენობა არის 4-5. ზაფხულის პერიოდში ცხელების მართვა არის საკმაოდ გაძნელებული.“
თემურ მიქელაძემ აღნიშნა, რომ ბავშვებში ახლა სხვადასხვა ტიპის რესპირაციულ-ვირუსული ინფექციაა გავრცელებული:
„ბავშვები არიან შედარებით მივარდნილები, სითხეს ვერ იღებენ. ჰოსპიტალიზაციის უფრო მეტი შემთხვევებია. ახლა იმდენი გავრცელება არ არის რაოდენობრივად, უბრალოდ ჰოსპიტალიზაციის პროცენტულმა რაოდენობამ მოიმატა. კორონავირუსული ინფექცია არის რესპირაციულ-ვირუსული ინფექცია. ახლა საქართველოში გავრცელებულია სხვადასხვა ტიპის რესპირაციულ-ვირუსული ინფექციები. მათი დიფერენცირება საკმაოდ რთულია,“ - აღნიშნულ საკითხებზე თემურ მიქელაძემ Euronews Georgia-ს ეთერში ისაუბრა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„ქორწილებში მინიმუმ ათ კაცზე მეტის შეკრება კანონით დასჯადი უნდა გახდეს“ - კულუმბეგოვი
ე.წ. ეპიდემიოლოგთა დესტრუქცია, კონკრეტულად მთავრობის წინააღმდეგ არის მიმართული - მოროშკინა