სოციალური ქსელის მომხმარებელი ლიზა გურიელი წერს, რომ მეგობარს მეტროში ორი ბიჭი თავს დაესხა და არ უშვებდა. მოგვიანებით კი ახალგაზრდამ დახმარების თხოვნით უცნობ ადამიანს მიმართა.
„დღეს, ჩემს ერთ-ერთ მეგობარს მეტროთი მგზავრობისას ძალიან ცუდი ამბავი შეემთხვა და მინდა მოგიყვეთ.
რუსთაველიდან მოდიოდა და ვაგონში შეამჩნია, რომ ვიღაც ორი ბიჭი უყურებდნენ, რაზედაც დიდად ყურადღება არ გაუმახვილებია.
ჩამოვიდა სადგურზე, რომ საბურთალოს ხაზზე გადამჯდარიყო. ამ დროს, ეს ორი ბიჭი აეკიდნენ ამ გოგოს და ცდილობდნენ საუბრის წამოწყებას.
- გამარჯობა… რატომ მაიგნორებ ნერვიულობ?
ჩემმა მეგობარმა არ უპასუხა და სწრაფად წამოვიდა, მაგრამ მაინც არ მოეშვნენ, გაჰყვნენ და გააგრძელეს შევიწროება.
- სად მიდიხარ? რა გქვია?
ამ გოგომ ისევ უპასუხოდ დატოვა, რის გამოც ერთ-ერთი ეცა, ხელი ჩაავლო და არ უშვებდა (ახლა დალურჯებული აქვს ხელი).
ამ გოგომ ნერვიულობისგან არ იცოდა რა ექნა და რაც მოახერხა ის იყო, რომ მეორე ხელით ცდილობდა იმის ხელის მოშორებას, სანამ ფრჩხილები არ დასტყდა და იმას სისხლი არ წამოუვიდა, მალევე გაერია ეს გოგო ხალხში და ერთ გოგოს ანიშნა, რომ დახმარება სჭირდებოდა.
ეს გოგო არ მოშორებია ჩემ მეგობარს გვერდიდან, ავტობუსის გაჩერებამდეც მიაცილა და ტაქსით სახლში მიყვანაც შესთავაზა. საბოლოოდ სახლში მშვიდობით მივიდა ამ უმაგრესი გოგოს დახმარებით.
ძალიან დიდი მადლობა იმ გოგოს, რომ გვერდში დაუდგა და დაეხმარა.
რაც შეეხება იმ ბიჭებს მინდა გითხრათ, რომ საქონლები და არაადამიანები ხართ!!!
როდემდე უნდა იყოს ადამიანი იმის შიშში, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას ვიღაც რამეს დაუშავებს და როდემდე უნდა ხდებოდეს ეს ასე?? მეზიზღებით ყველა ის ადამიანი ვინც ავიწროებს სხვას და უფრო მეტად ისინი ვინც ამ ყველაფერს ხედავენ და არ რეაგირებენ“, - წერს ლიზა გურიელი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ვინც არ იცრება, მათ მიმართ არის მისაღები პოლიტიკური გადაწყვეტილება“ - გიორგი ფხაკაძე
🔵77 გარდაცვალება, 4446 ინფიცირება, 5 320 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში
🔵18 ნოემბერს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება