Digest Logo

„მოკვდა არეულ საწოლში... პირღია მოკვდა. რა სირცხვილია! რას იფიქრებენ?“ - რას წერენ სოციალურ ქსელში?

1626162806
ოპერატორი

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ლექსს აზიარებს სახელწოდებით „დამნაშავე“.

მკითხველი მარტივად მიხვდება, აღნიშნული ლექსი პოეტმა მიმდინარე მოვლენებსა და გარდაცვლილ ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას მიუძღვნა.

„დამნაშავე

დამნაშავეა, რომ მოკვდა,
მოკვდა არეულ საწოლში,
თავი გვერდზე გადააგდო და, ღმერთო ჩემო,
პირღია მოკვდა. რა სირცხვილია!
არც ოთახი მიაწესრიგა,
არც ჭურჭელი დარეცხა,
წარმოიდგინე, საფერფლეც კი სავსე დატოვა,
და ეს მტვერი თაროებზე?
არც ფოტოები წაუშლია ტელეფონიდან,
ისეთი, ცოტა უხერხული,
არც წერილები,
ან ეს შიშვლად სიკვდილი,
რა უპატივცემულობაა,
რა სირცხვილია!
არც შეყვარებულს შეურიგდა,
არც ვალები გადაიხადა,
ან განვადება და კრედიტი,
არც მეზობელს ჩაუტანა ლიფტის ფული,
სადარბაზოს საკეტის ფული,
სარეცხი მაინც გაერეცხა
ან თუ გაშრა, შემოეტანა.
არც პროფესიულ წარმატებას მიაღწია,
არც სტარტაპერი გახდა,
ბლოგერი ან ინფლუენსერი,
მაინც როგორ უნდა მოახერხო ასე სიკვდილი,
რას იფიქრებენ?
როგორ არ შერცხვა?
წვერი მაინც გაეპარსა,
თმა დაევარცხნა,
სანამ ნაცემი მოკვდებოდა
ტკივილისგან,
ღამით და მარტო“.

აგრეთვე წაიკითხეთ:

2 შვილის მამა, ტრაგიკულად გარდაცვლილი მშობელი და ძალადობას „შეწირული“ - ცოტა რამ გარდაცვლილი ოპერატორის შესახებ

„ეს ბრაზი სად წავიღო“ - გარდაცვლილი ოპერატორის ცოლის პირველი კომენტარი

„დღეს ეს გოგო გაფრინდა… გული მაქვს გახეთქვაზე...“ - ვინ არის 30 წლის ქალი, რომელიც კორონავირუსმა შეიწირა და 14 დღის შვილი დარჩა