სამაუწყებლო კომპანია „მთავრის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში სოლიდარობის გამოხატვა და უსამართლობის წინაშე ბრძოლა შერჩევით ხდება.
მისი აზრით, ამ საკითხშიც კი გამოიხატება სნობიზმი და საჯაროდ შეურაცხყოფილი ადამიანის უფლებებით აღარ ინტერესდებიან.
„მოკლედ, მრგვალი ბაღიდან 1 კილომეტრის რადიუსში თუ არ დაიბადე, ბაბუა ცეკას მესამე მდივანი თუ არ გყავდა და ბებიას მინიმუმ სამი შუბა თუ არ შეუჭამა ჩრჩილმა, აზრი არა აქვს - ერთი ორი დღე თუ ემახსოვრებათ, საჯაროდაც რომ გაგატყაონ.
მე ის გამკვირვებია, ღვანკითში და მაჩხაანში, ზნაკვაში და რუისში, ნორიოში და ასკანაშიც მარტო ეს რომ აღელვებთ. ეგ პარადოქსი ვერ ამოვხსენი“, - წერს ნიკა გვარამია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ნახევარი საათია ეკრანს დავყურებ. არ ვიცი, როგორ დავწერო ის, რასაც ახლა ვგრძნობ“ - თინა ხიდაშელი
🔵„ამ ბრალდებისთვის პასუხს ვაგებინებ, აუცილებლად!“ - ბადურაშვილი სკანდალში ეხვევა
🔵„ზღაპარი გზაშია“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი დადიანების სასახლეში გადაღებულ ულამაზეს ვიდეოს აქვეყნებს