ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ისნის მეტროში მომხდარ ფაქტს ეხმაურება.
„პოლიციელის მიერ სმენადაქვეითებული მოზარდის ცემის კადრებზე მეტად იმ ხმამ, უფრო სწორედ - უსიტყვო გმინვამ შემზარა, რომელიც ვიდეოში ისმის.. ბევრს ყური - სიტყვის მიმართ დიდი ხანია დაგმანული აქვს,.. მაგრამ თუ ამ სისხლისგამყინავ ბგერებზეც არ გაქვთ რეაქცია, თქვენ არც ყური გაქვთ, არც გონი და არც გული.. და საერთოდ არც ადამიანი ხართ!,“ - წერს გიორგი თარგამაძე.
ცნობისთვის, 24 იანვარს გავრცელდა თბილისის მეტროპოლიტენში გადაღებული ვიდეომასალა, სადაც პოლიციელის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტია ასახული, ფაქტზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.
🔲აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ნახევარი საათია ეკრანს დავყურებ. არ ვიცი, როგორ დავწერო ის, რასაც ახლა ვგრძნობ“ - თინა ხიდაშელი
🔵„ამ ბრალდებისთვის პასუხს ვაგებინებ, აუცილებლად!“ - ბადურაშვილი სკანდალში ეხვევა
🔵„ზღაპარი გზაშია“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი დადიანების სასახლეში გადაღებულ ულამაზეს ვიდეოს აქვეყნებს