Digest Logo

„მშობლის ვალია, ხელი კი არ დააფაროს შვილს, არამედ აგებინოს პასუხი კანონის სრული სიმკაცრით“- ნინო ზამბახიძე

1632309873
ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი ნინო ზამბახიძე

ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნინო ზამბახიძე კვლავ თავისი მეგობრის შვილის, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შესახებ წერს და აცხადებს, რომ მშობლის მორალური ვალია, შვილს აუხსნას, რომ ძალადობა ცუდია

„ორი ბიჭი მყავს, ვთვლი, რომ მშობლის ვალია, შვილს ასწავლოს სიყვარული, მიტევება, და ზრდილობა! უნდა აუხსნას, რომ ძალადობა ნებისმიერი სახის არის ყველაზე ცუდი, უფრო სწორად საშინელი საქციელი, ასევე მშობლის ვალია ინვესტიცია ჩადოს შვილების განათლებაში! თორემ ქონება და ფული ვერ დაეხმარება მათ ვერაფერში! მიუხედავად ამისა, არავინ არაფრისგან არ ვართ დაზღვეული და ჩვენს შვილებსაც შეიძლება დაემართოს და ჩაიდინონ უპატიებელი საქციელი! აქ მშობლის ვალია, ხელი კი არ დააფაროს შვილს და გამართლება უპოვოს, არამედ აგებინოს პასუხი კანონის სრული სიმკაცრით. როცა ამას ჩვენ მშობლები შევძლებთ, მაშინ ვიქნებით შემდგარი მშობლები და შემდგარ სახელმწიფოში ვიცხოვრებთ! შესაბამისად, გვეყოლება საამაყო შვილები, ისეთი, როგორიც იყო ნიკო…“ - წერს ზამბახიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„დიდია შანსი, რომ ჭიანჭველა სპილოდ ვაქციოთ“ - ასტროლოგები ამბობენ რომ კომუნიკაციაში პრობლემები შეიქმნება

🔵„არსებობს ღირსეული გარდაცვალება და შენ ესეც შეძელი…“ - სასწრაფოს თანამშრომელს გული გაუჩერდა

🔵„არავის შერჩება შერჩება, ის რაც სულის გაყიდვით, ბოზ...ით და პროჭ..ბით აპირებს რამის მიღწევას“- ვისზე წერს მაია კაჭკაჭიშვილი