
საერთაშორისო ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის განცხადებით სექტემბერში ვაქცინირებული ადამიანების შესახებ კვლევები დაიდება.
„საქმე ისაა, თუ როგორ დამთავრდება...
მსხვერპლის რაოდენობა კი ჩვენ ქცევაზეა დამოკიდებული. თუ ფრთხილად ვიქნებით, იოლად გადავაგორებთ, თუ არა - შესაბამის ფასს გადავიხდით.
„ვაქცინაციის შემდეგ, შესაძლოა, მენსტრუალური ციკლის ცვლილება…“- რას წერს ფხაკაძე
მჯერა, 2023 წელი იქნება პანდემიის დამთავრების წელი. წელიწად-ნახევარი მოვითმინეთ, 6-8 თვეც მოვითმინოთ, წესები დავიცვათ და ყველაფერი იქნება კარგად.
საბოლოოდ ეს ვირუსი სეზონური გრიპის სახეს მიიღებს და სიცივეში უფრო აქტიური იქნება, ზაფხულში კი სუფთა ჰაერზე ძალას დაკარგავს. მოვემზადოთ. უკვე მაქსიმალური ცოდნა დაგროვდა, ვიცით, ვინ არის მტერი და როგორ ვებრძოლოთ, „ფაიზერი“ მეტად, „ასტრა-ზენეკა“ ცოტა ნაკლებად მუშაობს ინდური შტამის წინააღმდეგ, „მოდერნა“ უკვე ქმნის ბუსტერს, რომელიც სხვა შტამებზეც იქნება ეფექტიანი“, - განაცხადა ფხაკაძემ.
მისივე თქმით, სექტემბერში უკვე ძლიერი კვლევები წამოვა ვაქცინირებულებზე, განსაკუთრებით, ისრაელიდან.
ვაქცინის მე-3 დოზის გაკეთება აუცილებელი იქნება – გიორგი ფხაკაძე
„საბოლოოდ ეს ვირუსი სეზონური გრიპის სახეს მიიღებს. ჩვენი იმუნური სისტემა ისწავლის მასთან ბრძოლას. ევროპიდან და აშშ-დან ჩამოვა დიდი რაოდენობის ვაქცინები, წლის ბოლოსთვის წამლებიც მოგვისწრებს.
მსოფლიოში უკვე ყველაფერი დალაგდა და ეს იმიტომ, რომ აშშ-ში მოვიდა ნორმალური მთავრობა. წინა მთავრობა იყო სუფთა „ბიზნესმენების კოლექცია“.
ახლა ამერიკის ადმინისტრაციაში მოვიდნენ რეალური პოლიტიკოსები - მსოფლიო ლიდერი თავის ადგილას დაბრუნდა და მიხედავენ მსოფლიოს, ჩვენც“,- აღნიშნა ფხაკაძემ.