სოციალური ქსელის მომხმარებელი გიორგი გაბედავა ფეისბუკში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ჟურნალისტი კოტე ინაშვილი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინაშვილი ავტოავარიაში დაიღუპა. ის ავტომობილში მარტო იმყოფებოდა.
როგორც ამბობენ, გარდაცვლილი პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის ძმა იყო.
„ციხეში როცა ვიყავით რადიო ობიექტივს ვუსმენდით ხოლმე ჩუმად... კოტე ინაშვილს მიჰყავდა გადაცემა, საიდანაც პატიმრებს მოიკითხავდა, ამხნევებდა, მწამებლებს ამხელდა, პატიმრების ოჯახის წევრებს აძლევდა საშუალებას მოეკითხათ პატიმრები... პატიმრების იმედი იყო კოტე.
საშინელი ტრაგედია დატრიალდა
ვუსამძიმრებ კოტეს ოჯახს და მეგობრებს
ყველა იმ პატიმარს ვუსამძიმრებ ვისთვისაც კოტეს გადაცემა იმედის მომცემი იყო...
უკეთილესი და უკარგესი ადამიანი დავკარგეთ
ღმერთმა გაცხონოს ძმაო! შეხვედრამდე“,- წერს გიორგი გაბედავა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ძუძუ რომ მოაჭამა” მაგის ხარჯებსაც ედავება პროკურატურა?” – ანა წითლიძე სააკაშვილზე
🔵იტალიაში ქართველი ქალი გარდაიცვალა, რომელმაც ემიგრაციაში 13 წელი გაატარა