Digest Logo

„მუშებზე უნდა გადატყდეს მხოლოდ ყველაფერი?“ - მარიამ გეგუჩაძე

1633948090
აქტივისტი მარიამ გეგუჩაძე

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებულ მუშებს დღეს პატიმრობა შეეფარდათ. ამ ამბავს სოციალური ქსელით სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ გეგუჩაძე ეხმიანება. გეგუჩაძის აზრით, მომხდარი სისტემური პრობლემაა, რომელშიც ბრალი მუშებსაც მიუძღვით, თუმცა ხარვეზი გაცილებით ღრმაა და მხოლოდ მუშების დასჯით არ უნდა შეწყდეს ეს საქმე.

„გასამართლდება ეს სამი ადამიანი.

ანუ მე თუ იდიოტობა გავაკეთე, საყრდენი კედლის გამონგრევა, ან სახლის გადაკეთება გადავწყვიტე და სხვების სიცოცხლეს, საფრთხეში ვაგდებ. მერე თუ მერიაშიც დავალაგე, შინაურულად, ყველას თვალი დავახუჭინე და ბოლოს, მუშები ავიყვანე საქმის გასაკეთებლად - მათზე უნდა გადატყდეს მხოლოდ ყველაფერი???? და ამ სამართალს, ტაშს ვუკრავთ ?“ - წერს გეგუჩაძე.

ცნობისთვის, პირველ ოქტომბერს ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მომხდარს პირველი სართულზე სარემონტო სამუშაოების დროს საყრდენი კედლის გამონგრევას უკავშირებენ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მოიმატებს კონფლიქტები და დაძაბულობა, რთულდება ურთიერთობები“- ცაგარელის გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს

🔵„დღეს დიდად მნიშვნელოვანი დღეა...“ - როგორ გვირჩევს ამ კვირის გატარებას მიხეილ ცაგარელი

🔵„ბიჭებო, ჭიქაში რამდენჯერ გაქვთ ჩაფსმული ნარკოტესტზე ნულოვანი ტოლერანტობის დროს“ - იუნა შაფათავა