საერთაშორისოდ აღიარებული ქართველი დიზაინერი და „ბალენსიაგას” მოდის სახლის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია ექსცენტრიკული ხედვით, რევოლუციური იდეებითა და სენსაციური კოლექციებით მოდის ინდუსტრიის მწვერვალებს იპყრობს. ამჯერად, მან ჟურნალისტის შეკითხვას, იწყებს თუ არა დილას ესკიზების ხატვით, ასე უპასუხა:
„დილით გაიღვიძო და ესკიზების ხატვა დაიწყო, ეს სიგიჟეა. მუსიკოსზე ვარ დაქორწინებული, დილით ბასგიტარის ხმაზე ვიღვიძებ. საუზმეზე ისე ვართ, როგორც კლუბში რამდენიმე საათის შემდეგ. არ ვაზვიადებ, დღეს დილით მეზობლებმა დაგვიკაკუნეს, ხმამაღალი მუსიკის გამო.
ჩემთვის სიგიჟეა, დილით გავიღვიძო და ესკიზებზე მუშაობა დავიწყო. შეიძლება იმიტომ რომ მოდაში არ „ვცხოვრობ“, ჩემი სივრცე მაქვს. შუადღემდე ჩემს ცხოვრებაში მოდა არ შემოდის“, - ამბობს „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორი, დემნა გვასალია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
„საუკეთესო დედა იყავი და საუკეთესო დარჩები სამუდამოდ!“ - ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
ალექსანდრა პაიჭაძე კვლავ საზოგადოების კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა - ნახეთ, რა ფოტოს აქვეყნებს მოდელი
„მოვა დრო და რუსთაველის თეატრიდან ტაშით გამომასვენებენო“ - რას ამბობდა ნიკა ქაცარიძე გარდაცვალებამდე
მიხეილ სააკაშვილმა სოფო ნიჟარაძეს ნიუ-იორკში 2 000 000 დოლარად ღირებული ბინა უყიდა?