Digest Logo

„თავიდან ჩემი ოჯახისაც კი მეშინოდა, საკუთარ თავს 20 წლამდე ვატყუებდი“ - დემნა გვასალია ასახელებს მიზეზს, რატომაც დატოვა საქართველო

1640510149
დიზაინერი დემნა გვასალია

საერთაშორისოდ აღიარებული ქართველი დიზაინერი და „ბალენსიაგას” მოდის სახლის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია ექსცენტრიკული ხედვით, რევოლუციური იდეებითა და სენსაციური კოლექციებით მოდის ინდუსტრიის მწვერვალებს იპყრობს. ის ჟურნალ Ok-თან საუბრისას ასახელებს მიზეზს, თუ რატომ გადაწყვიტა თავისი ქვეყნის დატოვება.

„დიდი ხანი დამჭირდა ამ ყველაფრის გასააზრებლად, თუმცა, ვფიქრობ, რომ საკუთარი ორიენტაციის შესახებ გულის სიღრმეში ყოველთვის ვიცოდი. ბუნებრივიცაა, მე ხომ ვიზრდებოდი ქვეყანაში, სადაც მენტალიტეტი ჰომოფობიური იყო, რაც სამწუხაროდ დღემდე ასეა.

თავიდან ჩემი ოჯახისაც კი მეშინოდა, საკუთარ თავს 20 წლამდე ვატყუებდი. ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი სამშობლოს დატოვებისა, ვიცოდი, რომ იქ თავისუფალი ვერ ვიქნებოდი… მიხარია, რომ დღეს ვმუშაობ ინდუსტრიაში, სადაც ჰომოსექსუალობა მიღებულია. მიუხედავად დიდი ცვლილებებისა, სამყარო უმცირესობების მიმართ მაინც აგრესიულია, ამიტომ ვცდილობ, ჩემი საქმიანობა საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად გამოვიყენო“, - ამბობს დემნა გვასალია.

ასევე დაგაინტერესებთ👇

VIDEO: „თუ დღეს კიდევ აცრილი არ ხართ, რა ვიცი“ - რატომ უხდის გიორგი ფხაკაძე სალომე ზურაბიშვილს მადლობას

„ძალიან მინდა, რომ აქაც დაწესდეს ეს ტრადიცია შობის დღესასწაულზე! იქნებ ჩვენც შევძლოთ“ - რას წერს ნატო დუმბაძე

ხელნაკეთი, ბუნებრივი თუ ქარხნული ნაძვის ხეები – როგორ მოირთო საქართველოს ქალაქები საახალწლოდ

„ხალხს, რომელმაც გაუძლო გახრწნილების, ფაშისტების წამებას, ახალგაზრდების ხოცვას, ოჯახების განადგურებას აი, ამას თუ აპატიებს ქართველი, მერე დაიწყეთ შერიგებაზე საუბარი“ - დათო ოქიტაშვილი

„მათ ელდანაცემ, ნირწამხდარ სახეებზე იკითხება, რომ კარგად იციან, როგორც ფეხებზე გამობმული წისქვილის დოლაბები, ისე მიითრევს სააკაშვილი“ - იუნა შაფათავა

სანდრა რულოვსი შობის დღესასწაულზე ყოფილ მამამთილს ესტუმრა

წყარო: okmagazine.ge