ჟურნალისტი ელისო კილაძე თბილისში მოკლული ნიკო კვარაცხელიას მამის, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, გია კვარაცხელიას საქართველოში შემოშვებას მოითხოვს.
„ნიკოს მამას მიეცით შვილის დაკრძალვაზე ჩამოსვლის საშუალება! უდიდესი ტრაგედიაა ეს და სხვაგვარად არ შეიძლება! იმ ფონზე, როცა თქვენი „რამკიანები" საარჩევნოდ მოგყავთ და მიგყავთ!", - წერს ელისო კილაძე.
შეგახსენებთ, რომ თბილისში 15 სექტემბერს „კრიმინალური ავტორიტეტის" შვილი, პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია ჩაცხრილეს. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს. ახალგაზრდა ბიჭი დღეს, 16 სექტემბერს გარდაიცვალა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ალექსანდრა პაიჭაძემ მომავალი შვილის მამის სახელი გაამხილა? – რა ფოტოს აქვეყნებს მოდელი