ცნობილი მეცო-სოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელში საქართველოში გარდაცვლილი ტურისტის შესახებ წერს.
მისი თქმით, რაც მოხდა ეს ტრაგედიაა, თუმცა როდესაც პარიზში ხელვაჩაურელი გოგო მოკლეს, ხმა არავის ამოუღია.
„რაც მოხდა ავსტრალიელი გოგონას თავს… ეს არის ტრაგედია!! ასევე ტრაგედიაა ქვეყნისთვისაც და შავი ლაქა!! სიტყვები უძლურია ამის აღსაწერად!!
თუმცა…მსგავსი რამ, თქვენთვის ძალიან ცივილიზებულ ევროპის ქვეყნებშიც ანალოგიურად ხდება, მაგრამ ამის გამო არავინ არ ლანძღავს და მიწასთან ზიზღით არ ასწორებს საკუთარ ქვეყანას, – ამის შესახებ ქართველი სოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელში წერს.
„რა არის ეს : ვაიმე-სად ვცხოვრობ!! მეზიზღება ეს ქვეყანა!! რა დონემდე მივედით!! სად გავიქცე!! 90-იანი წლები იწყება!! და ა.შ და მსგავსი გამონათქვამები. ერთი სად გამქცევები ხართ საინტერესოა? ვინც ასე ორ შაურად იზიზღებს და აგინებს მის სამშობლოს და ამ, ჯერ კიდევ გამოუძიებელი, თუნდაც რაიმე საზარელი მკვლელობის გამო და არიქა,(ვითომდაც) ქვეყნიდან გაქცევას აპირებს… ისინი,დიახ სამშობლოს პოტენციური მოღალატეები და ერთი საბრალო სოც. ქსელების მატრაბაზები არიან!!
ისე და… პარიზში რომ ხელვაჩაურელი გოგო მოკლეს ვინ ამოიღეთ ხმა?? ან რომელმა ფრანგმა დაწერა ვაიმე, მეზიზღება საფრანგეთი, სად გავიქცეო?? არ გინდათ რა ეს “პეროიანი აგშფოტებები“, ყალბი თუხთუხი ქვეყნის აპოკალიფსის წინასწარმეტყველებებით!! ყველა უზომოდ განვიცდით ამ საზარელ ფაქტს და ვითხოვთ სასწრაფოდ მის გამოძიებას, მკვლელის დადგენას და მის უმკაცრესად დასჯას!!!! მართლაც ნულოვანი ტოლერანტობით!!,“- წერს თამარ ივერი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔴 „უყვარდა ეს ქვეყანა, მოვწონდით ჩვენ - მერე რაც მოხდა, ყველა ვწერთ“ - დათო ლიკლიკაძე