ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე საქართველოში ავსტრალიელი ქალის სიკვდილს ეხმაურება. ის მომხდარ ტრაგედიას ამაზრზენ დანაშაულს უწოდებს და ქვეყანაში არსებული აგრესიის შეჩერების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.
„ადამიანი ჩამოვიდა სხვა ქვეყნიდან. ორი წელია ცხოვრობს ჩვენს სამშობლოში. ცხადია უყვარს კიდეც ჩვენი ადათიც, წესიც, ტრადიციაც, ხალხიც, აბა ისე აქ რა გააჩერებდა? აბა ისე უანგაროდ და უფულოდ, მოხალისეობრივად რატომ გასწავლიდა ინგლისურს. უყვარდა ეს ქვეყანა, მოვწონდით ჩვენ. მერე რაც მოხდა ყველა ვწერთ. არა, არა, ეს გაუგონარი ამბავია. ეს ძალიან ცუდი ამბავია (გარდა იმისა რომ ადამიანის მკვლელობა ისედაც ცუდი ამბავია). როგორმე უნდა შევაჩეროთ ეს ისტერია!“ - წერს დათო ლიკლიკაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: