10 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის მსხვერპლი 20 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი ბიჭი აღმოჩნდა, კოვიდით გარდაცვლილ სტატისტიკის სიას ვახტანგ ჩარკვიანი შეემატა.
გარდაცვლილის მეგობარი შორენა აბულაძე სტატუსს აქვეყნებს და ვახოსთან მიმოწერის სქრინსაც ავრცელებს.
„ერთ დღეს ჩვენ უბრალოდ ვიღვიძებთ და ვხედავთ, რომ ჩვენი მეგობრები რომლებთან ერთადაც საერთო მიზნებისათვის ვიბრძოდით უბრალოდ გვერდით აღარ გვყავს.
ბევრი რამ მაქვს შენზე დასაწერი უბრალოდ ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ, რომ დაგკარგეთ და არ შემიძლიაა ვისაუბრო.
ვახო, ჩემო ჭკვიანო მეგობარო ძალიან მენანები და მტკივა გული.
შენ ის ადამიანი ხარ რომელსაც არ ეზარებოდა სწავლა და ყველაფერს აკეთებდა რომ მიზნისათვის მიეღწია ნუთუ ამისათვის?!“,- წერს შორენა აბულაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: