Digest Logo

„რაღაც დადებითი, ერთმანეთის არ შემჭმელი და არ მავნებელი ერთი რამ მაინც გააკეთეთ“ - ვის მიმართავს იაგო ფრანგიშვილი

1631531311
იაგო ფრანგიშვილი

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე საზოგადოებას, მედპერსონალს, ხელისუფლებასა და მედიას მოუწოდებს, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად ქმედითი ნაბიჯები გადადგან. 

ის აღნიშნავს, რომ ერთმანეთის ლანძღვას სჯობს, ხალხმა პანდემიის სწორად წარმართვაზე ფიქრი დაიწყოს.

„იმის მაგივრად რომ ერთიმეორეს ბნელები, მარგინალები, ტვინდაჩიპულები თუ სხვა კიდე ბევრი „საუკეთესო“ სახელები უწოდოთ და ამით გაახაროთ ყველა მართლა ბნელი და მტერი, „შესთავაზეთ აუცრელებს და ოფიციალურად კორონა არ გადატანილებს ანტისხეულების ტესტი.

ჩინეთი უკვე აღიარებს ანტისხეულის ტესტს სრული იმუნიზაციის დასტურად. ეს ის ჩინეთია, რომელიც კორონას ახალი 100 შემთხვევისას მილიონიან ქალაქებს კეტავს, ეს ის ჩინეთია, რომელში დაიწყო კორონა და აქვს კორონა გადატანილებთან ყველაზე დიდი გამოცდილება.

რაღაცა მაინც გააკეთეთ, ინტენსიურის ექიმებმა წვერი გაიპარსეთ. ხელისუფალმა ანტისხეულების ტესტი მაინც შესთავაზეთ აუცრელებს და მედია სივრცემ დაიწყეთ ბოლოს დაბოლოს სპეციალისტებთან დისკუსია იმაზე, თუ როგორ უნდა იმართოს ზოგადად ინფექციური ავადმყოფი. რაღაცა საშინაო და დადებითი, ერთმანეთის არ შემჭმელი და არ მავნებელი ერთი რამ მაინც გააკეთეთ“, - განაცხადა იაგო ფრანგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵VIDEO: „ეს პერიოდი გაცილებით უფრო რთული აღმოჩნდა... თირკმლის ზედა ჯირკვალმა საერთოდ ფუნქცია დაკარგა" - თინა ხიდაშელი პოსტკოვიდურ დღეებს იხსენებს

🔵VIDEO: 30 000 $ ინფორმაციის სანაცვლოდ - მიტროპოლიტ ნიკოლოზს რუსეთის აგენტობაში ადანაშაულებენ

🔵„იყავით ყურადღებით... არავის ენდოთ“ - მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს