ექიმი ნანა გეგეჭკორი წერს, რომ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოა იმუნოლოგიური რეაქციების თვალსაზრისით. მისი თქმით, ეჭვი იმაზე, რომ კოვიდ ვაქცინები შესაძლოა გამხადარიყო დაავადების მიზეზი კვლევევების პირველ და მეორე ფაზაშივე გამოირიცხა.
„მეცნიერულ მტკიცებულებებში რომ არ გაგხლართოთ, მარტივად ვიტყვი...
გუშინ გავრცელებული თეორია რეალურ პრაქტიკაში რომ გვენახა, კოვიდით ჰოსპიტალიზირებულთა და გარდაცვლილთა უდიდესი ნაწილი აცრილი უნდა ყოფილიყო. მთელ დედამიწაზე უკვე რამდენიმე მილიარდი დოზაა გამოყენებული და არც ერთი, ვიმეორებ არც ერთი დადასტურებული შემთხვევა ვაქცინით გამოწვეული დაავადების არ დაფიქსირებულა. ეს არის პირდაპირი მტკიცებულება იმის, რომ თეორიული ეჭვი, რაც ერთი წლის წინანდელ სტატიაში იყო გამოთქმული, პრაქტიკულად არ დადასტურებულა. მეტიც, ეს ეჭვი კოვიდ ვაქცინების კვლევევების პირველ და მეორე ფაზაშივე გამოირიცხა.
კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოა იმუნოლოგიური რეაქციების თვალსაზრისით და ამის კლინიკური დადასტურებაა უსაფრთხოდ, სრულად აცრილი ასეულობით მილიონობით ადამიანი.
წინა სტატუსში მოვიყვანე დეტალები და არ გავიმეორებ, უბრალოდ ვიტყვი რომ ამერიკაში, დღეს ჰოსპიტალიზირებული პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა აუცრელია. გვაქვს აცრილების ინფიცირების შემთხვევები და აბსოლუტურ უმრავლესობაში კოვიდი სრულიად უსიმპტომოდ ან ძალიან მსუბუქად მიმდინარეობს.
ვაქცინაცია, ნიღაბი, დისტანცია, ჰიგიენა კომბინაციაში არის გადარჩენის საუკეთესო საშუალება ამ რთულ დროში“, - წერს გეგეჭკორი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ტელევიზორში ნანახით გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ - მეუფე ნიკოლოზი ბერისადა ჟურნალისტის დაპირიპირებაზე
ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში 86 კოვიდინფიცირებული ბავშვი და 67 მშობელი მკურნალობს