Digest Logo

„რამდენიმე თვის წინ ჩემი მეგობარი სრულიად უმიზეზოდ სცემეს, ერთ-ერთი მოძალადე კი შანაი ბრუკის მკვლელობისთვის დაუკავებიათ...“ - რას წერენ ფეისბუკში?

1631130161
შანაე ბრუკი

33 წლის ავსტრალიელი პედაგოგის, შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული 33 წლის რაფაელ მურსაკულოვია.

დღეს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ავსტრალიელი მასწავლებლის მკვლელობა გახსნილია და მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

სწორედ ამ ამბავს გამოეხმაურა სოციალური ქსელი მომხმარებელი, ანი გაგუა და ფეისბუკში პოსტი გამოაქვეყნა.

„რამდენიმე თვის წინ ჩემი მეგობარი სრულიად უმიზეზოდ სცემა ორმა ტყიურმა მთაწმინდაზე.

პოლიციის შუშის კარზე კაკუნის მიუხედავად, საქმე თაროზე შემოიდო.

დღეს ჩემმა მეგობარმა ტელევიზორში ნახა იმ ორიდან ერთ-ერთი - ავსტრალიელი გოგოს მკვლელობისთვის დაუკავებიათ.

მაშინ რომ #რაკი გაენძრიათ, დიდი შანსია, დღეს ის გოგო ცოცხალი ყოფილიყო.

ხვდებით ხომ სად ვცხოვრობთ და ვზრდით შვილებს“,- წერს გაგუა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵ცნობილია, ვინ არის შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული

🔵ეკა მამალაძის 2 ქმარი, მარტოხელა დედობა და რომანი მეგობრის ქმართან

🔵ნანი ბრეგვაძე 85 წლის გახდა - მომღერლის ყველაზე დიდი საიდუმლო და ცოტა რამ მის უიღბლო სიყვარულზე