Digest Logo

„რატომ არ შეიძლება ვაქცინაც ღმერთისგან საშველად გამოწვდილი ხელი იყოს?“ - ალექსანდრე ლორთქიფანიძე

1628593957
ტელეწამყვანი ალექსანრე ლორთქიფანიძე

მწერალი და ტელეწამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე საქართველოში არსებულ ეპიდვითარებას საგანგაშოს უწოდებს. მისი აზრით, ვაქცინაციის გააქტიურების პროცესში მნიშვნელოვანი როლის შეტანა საქართველოს საპატრიარქოს შეუძლია, რომელიც ღია მოწოდებებისგან თავს იკავებს.

„გავიგეთ, რომ არსებობენ ანტივაქსერები. გავიგეთ რომ ასევე არსებობენ ადამიანები, რომლებსაც კონკრეტულად ამ ვაქცინაში ეპარებათ ეჭვი. ამ ადამიანებთან მუდმივ ჩხუბსა და დავიდარაბას, ფაქტია, არ მოაქვს შედეგი. ყველა თავის ინფორმაციულ სივრცეშია ჩაკეტილი. ზოგი მუდმივად ყალბ ინფორმაციას იღებს. რამდენიც არ უნდა ვიჩხუბოთ თუ დავაყვავოთ, არაფერი გამოდის. ქვეყანაში კი კრიტიკული მდგომარეობაა, ბოლო ტენდენციით მსოფლიოში პირველ ადგილზე გადავედით სიკვდილიანობით. ესაა ტრაგედია, საშინელება და შემზარავი ამბავი.
ახლა მაინტერესებს, რატომ არ ქმნის მთავრობა მობილურ ჯგუფებს, რომლებიც ყველაზე კრიტიკულ რაიონებს დაივლიან და ხალხს დაელაპარაკებიან, სწორ ინფორმაციას მიაწვდიან, აუხსნიან ვაქცინის საჭიროებას? რატომ არ მიდის მუდმივად ვაქცინაციის პროპაგანდა ყველა შესაძლო მეთოდით? წინასაარჩევნო კეთილგანწყობას ხომ არ ეწირება ამდენი ადამიანი?

კიდევ მაინტერესებს, რატომ არ ქადაგებს საპატრიარქო, რომ ხალხი აიცრას? ხომ ყველამ ვიცით რამხელა ავტორიტეტი აქვს მის უწმინდესობას? რამდენი ადამიანი გადარჩებოდა? სულ ერთი განცხადებაა საჭირო და ათასობით ადამიანი აიცრება. მაგრამ არა, მხოლოდ ის თქვეს რომ არ ვკრძალავთო.

სხვას რა მოვთხოვოთ, როცა ქვეყნის ორი მთავარი სტრუქტურა არ უშლის ხელს ამ დელგმას.
კიდევ მაინტერესებს, სადაც კი მიწისძვრა და უბედურება ხდება, ეს ხალხი და ზოგიერთი სასულიერო პირი ყველაფერს ღვთის რისხვას მიაწერს ხოლმე.

ჰოდა, რატომ არ შეიძლება ვაქცინაც ღმერთისგან საშველად გამოწვდილი ხელი იყოს? მარტო რისხვა იცის ღმერთმა? ეს ისე, რიტორიკისთვის“, - წერს ლორთქიფანიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„არ გაბედოს ვინმემ ანტივაქსერი მიწოდოს, ყველანაირ ლოგიკურ ჯაჭვში გავკვანძავ...“ - ლევან ბახია

„ნაადრევ მეტიჩრობას ჯობდა და ახლაც ჯობია ყველა შემთხვევის დეტალური ანალიზი ხდებოდეს“- მაია ბუწაშვილი

„ეს სტატუსი ხომ წაიკითხეთ? ახლა გააგრძელეთ სქროლვა და „პირადი თავისუფლების“ ჭუ**ს წელვა“- ცვატა ბერძენიშვილი