Digest Logo

„როდესაც სრულიად დაუცველი დგახარ გაცხოველებული ბრბოს წინ, ხვდები რომ...“ - მარიამ გეგუჩაძე

1625579894
აქტივისტი მარიმ გეგუჩაძე

სამოქალაქო აქტივისტი მარიამ გეგუჩაძე 5 ივლისის მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. გეგუჩაძე მომხდარზე პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს და მოქალაქეებს 20:00 საათზე რუსთაველის გამზირზე  აქციაზე იწვევს.

„როდესაც სრულიად დაუცველი დგახარ გაცხოველებული ბრბოს წინ, ხვდები რომ სახელმწიფო არამცთუ არ გიცავს არამედ ამ ადამიანების უკან დგას.

ამ დროს კი საკუთარი თავის დაცვა, თავად გიწევს. ან გარბიხარ, ან წინააღმდეგობას უწევ.

გუშინ ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა, ძალადობას კი არ აუნთეს მწვანე შუქი, სამოქალაქო ომს აუნთეს. უბრალოდ დიდი ნაწილი, მაინც, ჩვენი ტყავის ფასად ვცდილობთ ამ ქვეყნის სახის შენარჩუნებას და ეგ არ დავუშვით.

ამ ქვეყანაში ყველას უნდა ჰქონდეს არსებობის და უსაფრთხო ცხოვრების უფლება. დღეს 8 საათზე ვიკრიბებით პარლამენტთან,“ - წერს მარიამ გეგუჩაძე.

ცნობისთვის, 5 ივლის თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილი ღირსების მარშის მოწინააღმდეგეები ლგბტ თემს, ღმერთის სახელით დაუპირისპირდა. მათი ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი საქართველოს საპატრიარქო იყო. უწყებამ მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა.

სასულიერო პირების ნაწილი ქართველობის დაცვის მოთხოვნით ადამიანებს ეუბნებოდნენ რომ „როცა სამშობლოს სჭირდება ვალდებულები არიან იძალადონ“.

მოგვიანებით, როდესაც დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს გასცდა „თბილისი პრაიდმა“ განაცხადა რომ „ღირსების მარში“ აღარ გაიმართება, რის საპასუხოდაც საპატრიარქომ 17 საათზე სამშვიდობო პარაკლისი გადაიხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„რამდენჯერმე ავკრიფე მისი ნომერი, რომ დამერეკა და მომეკითხა. ვერ ვქენი, ამ წამს თავად დამირეკა!...“ - მაქარაშვილი დაშავებულ ოპერატორზე

„არ მჯერა, რომ უჭირდეს ჰომოსექსუალს ან ტრანსგენდერს და ადამიანმა ჩაუაროს ისე, რომ არ დაეხმაროს...“ - კასრაძე

რა აღიზიანებს, რა მოსწონს საკუთარ თავში და რის გარეშე ვერ ძლებს - ბლიც-ინტერვიუ კესარია აბრამიძესთან