Digest Logo

„ბომჟობა“, სააკაშვილთან ვიზიტი და გვარამიასთან დაპირისპირება - სტეფანე მღებრიშვილის სკანდალები

1616932626
სტეფანე მღებრიშვილი

„თუ ბალიშის ქვეშ შეყობ პატარა ხელს“... დიახ, ნამდვილად სწორად გაგახსენდათ სტეფანეს იგივე სტეფანე მღებრიშვილის სიმღერა.

ის ბევრი ქართველისთვის საყვარელი და 2000-იანი წლების ყველაზე პოპულარული მომღერალია.

დღეს სწორედ მის შესახებ გიამბობთ.

მეუღლე და პირველი სიყვარული

სტეფანეს მეუღლე ყველასთვის საყვარელი მომღერალი, მაია დარსმელიძეა. მათ ერთი ქალიშვილი, ფანი ჰყავთ. მიუხედავად იმისა რომ წყვილი ერთად აღარაა მეგობრული ურთიერთობა აქვთ. როგორც ცნობილია ერთ,ანეთს მაშინ დაშორდნენ, როცა ფანი პატარა იყო, თუმცა მათმა მეგობრულმა გარემომ ფანიზე უარყოფითი გავლენა არ მოაქხდინა.

„იმდენად ხშირად გვეხადვს მე და მაიას ერთად, რომ ვერც აღიქვამს ჩვენს დაშორებას“,- იხსენებდა მომღერალი.

მათი მეგობრობისა და დაშორების შემდეგ კარგი ურთიერთობის შენარჩუნების მაგალითია სტეფანეს მისალოცი პოსტი მაიას დაბადების დღეზე:

„გიჟდება თავის დაბადების დღეზე და მე მეჩხუბება, შენი რატომ არ გიყვარსო... სართოდ, ამ ადამიანთან ყველაზე მეტი დრო გავატარე, ჩემი შვილის დედაა ასევე.

ერთმანეთი გადავჭამეთ, შევჭამეთ, ჰაერი გადავუკეთეთ, სისხლი გავუშრეთ... მაგრამ აღმოჩნდა, რომ მაინც რაღაცნაირად სულ ერთად ვართ და საუკეთესო მეგობრები ვართ.

საუკეთესო მეგობრობა კი ბევრს ნიშნავს. მაგარ ჯემს დაადუღებს ხვალ ბიჭებთან ერთად და გული მწყდება, რომ არ ვიქნები და აქედან მივულოცავ დაბადების დღეს! ბედნიერი იყავი , მაია... და რაც მთავარია, ჯანმრთელი!

პ.ს: ვინმემ მონიშნეთ, ბევრჯერ წამშალა მეგობრებიდან და ვერ ნახავს...“,- წერდა სოციალურ ქსელში მღებრიშვილი.

სტეფანე მამის ამპლუაში

თამამად შეიძლება ითქვას, რომ სტეფანე მღებრიშვილი ძალიან კარგი მამაა – ყურადღებიანი, მზრუნველი, რომელიც მუდმივად ცდილობს, თავისუფალი დროის დიდი ნაწილი სწორედ თავის შვილთან, ფანისთან გაატაროს.

რაც იზრდება, უფრო რთულდება პასუხისმგებლობა, რომელსაც აცნობიერებდი. რომ დაიბადა, 29 წლის ვიყავი. ისეთ ასაკში გამიჩნდა, ვხვდებოდი, რა არის მშობელი, შვილი. თუმცა, 32 წლიდან უნდა იფიქრო შვილზე. ჩემს შვილთან ურთიერთობის რაღაც მომენტები „გავმაზე,“ თუმცა მასთან ერთად დიდ დროს ვატარებ.

შეცდომები

ძალიან სერიოზული შეცდომები მაქვს დაშვებული. სინანულით არ ვცხოვრობ, რადგან ვიცი, რომ ვერაფერს შევცვლი. უბრალოდ, ნებისმიერი შეცდომა შენი ცხოვრებისთვის პარაქტიკა უნდა იყოს. მერეც თუ გაიმეორებ იგივე შეცდომას, სულელი ხარ; ამის მერეც თუ კიდევ ჩაიდენ – იდიოტი ხარ, მეორედაც თუ შეცდები – მთლად საზოგადოებაში გასაშვებიც აღარ ყოფილხარ. თუმცა, მე გამიმეორებია ერთი და იგივე შეცდომები. მაშასადამდე, შესაძლებელია, მეც გამოვიდე...

ნამდვილად არ მგონია, საკუთარი თავი ანგელოზი. წარსულში ყოფილა ისეთი შემთხვევები, როცა ბევრი რამ გამიფუჭებია, ბევრი შანსი გამიშვია ხელიდან, მაგრამ არ ვნანობ. ბედნიერების შეგრძნება არ უნდა დაკარგოს ადამიანმა – ეს არის მნიშვნელოვანი. ოღონდ ეს არ უნდა იყოს ხელოვნურად, გიჟივით კი არ უნდა იყო: ვაიმე, ბედნიერი ვარ! უბრალოდ, ენდორფინების მოზღვავება რაღაც მომენტებში უნდა გქონდეს ადეკვატურად სწორი და ალბათ, დაალაგებ შენს ცხოვრებას.

სტეფანე ანუ...

80 პროცენტი არ მომწონს – არც ჩემი გარეგნობა მომწონს, არც პიროვნებაზე ვგიჟდები – არ არის სამაგალითო ჩემთვის და არც ჩემს მუსიკაზე ვარ გადარეული.

ნარცისების სულ მიკვირს და მეცინება ასეთ ხალხზე: საკუთარი თავით კმაყოფილები რომ არიან. ასეთებს ხომ ბევრს ვიცნობთ, ძალიან მაგრები რომ ჰგონიათ თავი და ჭკუაზე არ არიან.

20-22 წლის რომ ვიყავი, მეც მქონდა თავში ავარდნის მომენტი. „გრემი“ არ ამიღია, სერიოზული რამისთვის არ მიმიღწევია, თუმცა „ემტივიზე“ მოვხვედრილვარ.

მაგრამ, მინდა, რჩევასავით მიიღონ მათ, ვისაც თავში უვარდებათ რაღაცეები: რამდენჯერაც თავში აუვარდებათ, იმდენჯერ მოხვდებათ თავში ტაფა. რაც მეტად აუვარდებათ, მით უფრო დიდი ტაფა მოხვდებათ თავში.

ბავშვობაში გვხვდება პატარ-პატარა ტაფები. ჯერ ბაღში, შემდეგ სკოლაში, მერე უნივერსიტეტში, პირად ცხოვრებაში, კარიერაში – გხვდება და გხვდება. ტაფების აცილება-მოცილებაში ვართ სულ.

შიში

კარგად ვარ, როგორც ვარ. ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს. თავისუფლების მოყვარული ტიპი ვარ. მაიასთან ხელი არასდროს მქონია მოწერილი. იმის ფობია მქონდა ისტერიკული, რომ ხელს რომ მოვაწერდით, იმ დღიდან დაინგრეოდა ჩვენი ურთიერთობა. არადა, ჩემი მშობლები არ ყოფილან გაშორებულები. ეს ტრავმა არ მქონია, დიდ სიყვარულში გავიზარდე.

„ბომჟობა“

მომღერალი ამსტერდამში მიიწვიეს. საზღვარგარეთ სტეფანე თავისი ჩაცმულობის გამო მაღაზიის მეპატრონეს „ბომჟი“ ეგონა:

„ვინც მიცნობს, იცის რომ „ბომჟური“ ჩაცმა მიყვარს. რაც ძველი უფრო მეკომფორტულება და კარგად ვარ, გამოწყობას და ახალ ტანსაცმელს ვერ ვიტან. ამსტერდამშიც სულ ესე დავდივარ, იქ ყველა ესე დადის.
მოკლედ, ღამე მომშივდა, სენდვიჩების მაღაზიაში ჩავედი და კაცმა შემომხედა და „ჯერ უფასო კვება არ გვაქვს, 2 საათში მოდითო”, – დაწერა სტეფანემ ფეისბუქში.

დედის გარდაცვალება და დიდი ტრაგედია

„დედაჩემის დაბადების დღეა. ახალგაზრდა დარჩა სამუდამოდ ჩემ მეხსიერებაში. ერთი ნაოჭიც არ ჰქონია. დიდი ხანია რაც აღარ არის და პირველად ვულოცავ ესე ღიად (ისედაც ყურადღებით დიდად არ ვანებივრებდი).

საქართველოში არ ვარ რომ ოჯახთან ერთად ავღნიშნო და არც ფოტო არ მაქვს თან... მთავარი კი ის სიტყვები მახსენდება მისგან როცა ვაბრაზებდი: „სანამ დედა გყავს არ დაბერდები“... ხო და ნაადრევად კი დავბერდი (უცნაურია, როცა ჯანმრთელი ადამიანები უცებ გვტოვებენ და ამისთვის მზად არ ვართ), - წერდა სტეფანე სოციალურ ქსელში.

სააკაშვილი და სტეფანე

სტეფანე ოდესაში ყოფნისას საქართველოს ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ესტუმრა. მან ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, წარწერით: „დილა მშვიდობისა“.

ფოტოს ქვეშ კომენტარებში უწერდნენ: „მომიკითხე“, “შეგიზიზღებენ, მე კი პირიქით, შემიყვარდი“, “ჩამოიყვანე, ძალიან გვჭირდება“, “ორი ყველაზე მაგარი ადამიანი, საამაყო ქართველები“, “გასუქებულა“...

სტეფანე და ნიკა გვარამია

ალბათ გახსოვთ, პროექტი „ნიჭერი“ ტელეკომპანია „რუსთავი 2-დან“ „იმედზე“ რომ გადავიდა.

ჟიურის წევრები იყვენენ ექსპრეზიდენტის მეუღლე მაკა ჩიჩუა, რუსკა მაყაშვილი, სტეფანე მღებრიშვილი და მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი.

ჟიურის შემადგენლობაში სტეფანე მღებრიშვილის გამოჩენამ განსაკუთრებით გააღიზიანა ტელეკომპანია „მთავარის დირექტორი ნიკა გვარამია. მან „ფეისბუქის“ გვერდზე შემდეგი განცხადება გააკეთა:

„ნაგვიდან ამოვიღეთ ტიპი, იმენა დავიწყებული და გადაგდებული იყო. ძალით დავსვი პირადად მე, სძაგდა ორივე პროდიუსერს. მეორეჯერ კიდევ მეტი ძალისხმევა დამჭირდა. ცალკე კლიპები ვუტრიალეთ და კონცერტები „ვურასკრუტკეთ“ და ეს სად წამოსკუპებულა სრულიად ურცხვი“....


აგრეთვე წაიკითხეთ:

მოკლული მამა და საყვარელი ბიჭი, 2 ქორწინება - „სილამაზით დაფარული“ მაკა ასათიანის ტრაგიკული ამბები

უზარმაზარი სახლი, დეპრესია, მეუღლე - გვანცა დარასელიას პირადი

რატომ არ იყო ჯანეტ ქერდიყოშვილი გიორგი გასვიანის ქორწილში