Digest Logo

„როგორც კი ცხვირი შევყავი, მძღოლმა მაშინვე მკაცრი სახით მითხრა: „არ ამოხვიდეთ!"- რატომ არ აუშვეს გოგო საზოგადოებრივ ტრანსპორტში

1625826325
მარშუტკაში გოგო არ აუშვეს

ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მძღოლმა ახალგაზრდა გოგო, სავარაუდოდ, გარეგნობის გამო არ აუშვა. მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში თავად თინა სიხარულიძე წერს. 

„დღეს სტაჟირების პირველი დღე მქონდა, რაც ამაღელვებელი იყო. კლინიკიდან გამოვედი. გამოსვლისთანავე კიდევ რაღაც კარგი ამბავი შევიტყვე, წამოვედი გაჩერებისკენ გახარებული, ისეთი გახარებული, რომ ერთი სული მქონდა, ახლობელი ადამიანებისთვის გამეზიარებინა. უცებ ჩემ წინ გაჩერდა 30 ნომერი „მარშუტკა“, საიდანაც მგზავრი ჩამოვიდა. დავინახე, რომ წითელი ხიდი ეწერა, და გავიქეცი. როგორც კი ცხვირი შევყავი, მძღოლმა მაშინვე მკაცრი სახით მითხრა: „არ ამოხვიდეთ! არა, არ ამოხვიდეთ!“ და კარი ცხვირწინ მომიხურა. სახტად დავრჩი. სიტყვა ვერ ვთქვი. გაჩერებაზე დავბრუნდი და ვიტირე. რამდენიმე წამით ყველა კარგი ამბავი დამავიწყდა, რაც კი მომხდარა ჩემს ცხოვრებაში დღეს და საერთოდ.

ახლა აღარ ვტირი, მაგრამ ნაწყენი და შეშინებული ვარ. ჰაერივით მჭირდება იმის ცოდნა, რომ იგივე აღარ დამემართება, მაგრამ ამისთვის მზად უნდა ვიყო. იმიტომ, რომ ასე გამოვიყურები“, – წერს თინა სიხარულიძე.

ასევე იხილეთ:

„11:00-დან 20:00 საათამდე ფანჯრები დახურული უნდა იყოს" - რით ემუქრება სითბური ტალღები ჩვენი შვილების ჯანმრთელობას

VIDEO: „7 ნათელი სხივი, რომელიც თრგუნავს 7 მომაკვდინებელ ცოდვას"- მეუფე ნიკოლოზი ცისარტყელას მნიშვნელობაზე

„ვულოცავ თალიკოს, შვილმკვდარ და გულმკვდარ დედას!“ – რა ინფორმაციას ავრცელებს ბაია პატარაია