Digest Logo

„როცა ყველა ნაძვის ხეს რთავდა, მე მოდულის დილეგში გამომამწყვდიეს... ვიყვირე და ბორკილებიანი ხელები მაღლა ავწიე“ - ლალი მოროშკინა ცხოვრების რთულ პერიოდს იხსენებს

1639204885
ლალი მოროშკინა

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს, სადაც ის წარსულის რთულ მონაკვეთს იხსენებს. დიახ, სწორედ იმ დროს, როდესაც ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა.

„რატომ ემადლიერები ივანიშვილს? შენთვის რა გაუკეთებიაო?

ზუსტად 10 წლის წინ, მაშინ, როცა ყველა ნაძვის ხეს რთავდა, მე მოდულის დილეგში გამომამწყვდიეს!

- წავალ სამსახურიდან, მაგრამ ბორკილებს ვერ დაგადებთ, ჩემი ბიჭი თქვენი ფანია, რა პასუხი გავცე?

- შეასრულე შენი მოვალეობა, ნუ აალაპარაკებ ჰიენებს, მე კი როგორც კი გამოვალ შვილთან წამოგყვები...

მივუგე გაფითრებულ პოლიციელს და რაც შეიძლება ხმამაღლა, ისე რომ მოდულის შენობის გადაღმა შეკრებილ ჩემს გულშემატკივრებს გაეგოთ „გაუმარჯოს საქართველოს ნაცების გარეშე“, ვიყვირე და ბორკილებიანი ხელები მაღლა ავწიე.

გავა სულ რაღაც 10 თვე და მე უკვე სხვა პატიმრებისთვის, რეჟიმის წინააღმდეგ ვიშიმშილებ გლდანის ციხესთან...

პირველი ოთხი ფოტო ჩემი ცხოვრების ამსახველია, მეორე ოთხი, მოგვიანებით გადაღებული კადრები ფილმიდან, სადაც რეჟისორი მიხსნის რა არის ციხე... ბედის ირონია.

უცვლელი მხოლოდ ჩემი ძველი ჯინსის კურტკაა, რომელიც თავისუფლების სიმბოლოდ და თილისმად გადამექცა!

სად იყავით მაშინ ე.წ. არასამთავრობოებო, ე.წ. უფლებადამცველებო? სად?

რატომ ერთხელ მაინც არ იკითხეთ რაზე ვწევართ და რას ვჭამთ??? სამაგიეროდ ჩემს გვერდით საქართველოს ნაღდი და უღალატო ნაწილი იდგა!

ბედნიერი დღე ყველას, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! მადლიერების გრძნობა კი უზენაესია!“, - წერს ლალი მოროშკინა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

როგორი ამინდი გელოდებათ უახლოესი დღეების განმავლობაში

ელექტრომომარაგება შეიზღუდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

„პრაქტიკულად აუცრელი საქართველო ძალიან პრობლემურად ხვდება „ომიკრონს“ - ზაზა წერეთელი