ქართული რძის პროდუქტების მკვლევარი და „ანა დოლიძე ხალხისთვის“ პარტიის წევრი ანა მიქაძე სოციალურ ქსელში სააფთიაქო ქსელებსა და წამლებზე არსებულ ძვირ ფასებს ეხმაურება.
„აი, ეს წამალი იტალიური გამოშვების თიოგამაა და 13 ევროდან 29 ევრომდე ღირს..
საქართველოში 298 ლარი, მთლად 300 არ დააწერეს, სააფთიაქო ფაშიზმის მესვეურებმა.
არის აქ ადამიანი, ვინც ეს წუხილი გაიზიარა და ერთ დღეში უცებ გახადეს 198 ლარი. ესეც კოშმარია, მაგრამ 100 ლარით გაიაფებაც.
ი ტოოო ხლებ. უნდა ჩამოვიდეს დაბლა.. უნდააააა კაპტოპრილზე გაჯღნავლეთ წინა კვირას ლისტში, ერთი ლარის ნაცვლად 6 რომ ვთხლიშე ბევრგან და მათ შორის ახლობლებთან წავაწყდი.
მთავრობა ამ თემას რომ შეეხო, პოპულისტობსო. იპოპულისტოს, ჩემივე კომენტარს გავასტატუსებ!!
წამლების ფასს და ზოგადად სააფთიაქო ქსელის ფაშიზმს თუ არაფერი ეშველა ,ისედაც ვწყდებით და მთლად დედა მოგვეხნება.
ლარიანი ლისტი კალტოპრილის გახდა 6 და რაღაცა.. წარმოუდგენელი გაძვირებაა, იყოს პოპულიზმი.
იპოპულისტოს, ოღონდ დადგეს ეს თემა დღის წესრიგში ფასები. ბაზარმა რომ უნდა დაარეგულიროს ვიცი.
სამწუხაროდ, წამალი კარტოფილი არაა და როცა ბაზარი დაარეგულირებს, ცოცხლები არ ვიქნებით.
მივესალმები ამ ინიციატივას. შემატონ სხვა პარტიებმა, მხოლოდ წაადგება ხალხს. ვიმეორებ რა დოზის პოპულიზმიც არ უნდა იდოს, სხვა გზა არ არის“, - წერს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
„რაც სამთო კურორტებზე ხდება ღორობა ჰქვია და მეტი არაფერი... დახურეთ “ - რას წერს ნინო თარხნიშვილი
„მომღერლებს 50 ლარი სანატრელი აქვთ” - რას ჰყვება გიორგი სუხიტაშვილი