Digest Logo

საბანი გადახდილი მქონდა... იჯდა და სასქესო ორგანოს სტიმულირებას უკეთებდა - ძალადობის მსხვერპლის ისტორია...

1613132608
მოძალადე და ძალადობის მსხვერპლი ქალი

სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ფეისბუქ გვერდი „ჯერ მკითხე“ სექსუალური ძალადობის მორიგი მსხვერპლის ისტორიას აქვეყნებს.

„დაიჯესტი“ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ჩემი ტანჯვა 3 თვის წინ დაიწყო.

სტუდენტი ვარ, მაგრამ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე კვლავ სოფელში ვიმყოფები.

3 თვის წინ მამაჩემმა მანქანა იყიდა და აღნიშვნა გადაწყვიტა. დაპატიჟა მეგობრები, ნაცნობები და თავისი კოლეგები რომლებიც პირველად ვნახე.

სოფელში ვცხოვრობ. ძალიან პატარა ადგილია, ყველაფერი მარტივად ვრცელდება.
იმ დღეს მოვიდა მამაჩემის კოლეგა, ალბათ 24-25 წლის. რაღაცნაირად არ მომეწონა, რადგან უცნაური და შემაწუხებელი მზერა ჰქონდა. გავეცანი, ჩემს ოთახში გავედი.

რამდენიმე საათის შემდეგ, ოთახში კაკუნის ხმა მომესმა. გავაღე კარები და ის ბიჭი იყო. მითხრა, რომ საპირფარეშოს ეძებდა. მივასწავლე ადგილი.

მერე მითხრა, რომ ძალიან ლამაზი ვიყავი და ვიზიდავდი. მე კარები დავხურე და დავწექი.

სუნთქვის ხმამ გამაღვიძა. თვალები რომ გავახილე, ჩემს საწოლზე იჯდა. მე საბანი გადახდილი მქონდა, თვითონ სასქესო ორგანოს სტიმულირებას უკეთებდა.

წამოვედქი და დავიყვირე. მან სახეზე ხელი დამაფარა და ზედ დამაწვა. ასთმის პრობლემა მაქვს და სუნთქვა შემეკრა, მაგრამ იცით რა? არც კი შეშინდა!

მოთხოვნილება დაიკმაყოფილა და წავიდა...

დილით საავადმყოფოში გამეღვიძა, ვცდილობდი დამემალა, მაგრამ მეტყობოდა, რომ რაღაც მჭირდა. დედაჩემის დაჟინებით, მოვუყევი, რაც მოხდა...

პასუხი იყო ასეთი: მიზეზი ჰქონდა, რომ ეგრე მოგექცა, ანუ შენ მიზეზი მიეციო...

თავზე ჩამომექცა ყველაფერი, დავტოვე სახლი და წავედი დეიდაჩემთან, რომელმაც ნამდვილად მიპატრონა. ყველაფერი მოვუყევი, საჩივარიც შევიტანეთ და ახლა სასჯელს იხდის არა მხოლოდ ჩემს, არამედ სხვა 3 გოგონაზე ძალადობის გამო“, - ნათქვამია გავრცელებულ პოსტში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ამბავი, რომელის შემდეგაც ლადო ვარძელაშვილი საჯაროდ აღარ ჩნდება

ქორწინება 27 წლით უმცროს ქალზე და 3-ჯერ შექმნილი ოჯახი - ამბები მალხაზ ქვრივიშვილზე

ჭორები დათო ხუჯაძისა და ბესელიას შესახებ, პოლიტიკა, ქალები და შვილი, რომელიც თითქმის არ იცნობს

წყარო: www.facebook.com