საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკოს ირინა სარიშვილს წერილი გაუგზავნა, სადაც წერდა, რომ სარიშვილი ძალიან უყვარდა და მადლობას უხდიდა მხარდაჭერისთვის.
წერილს თავად ირინამაც უპასუხა და მისადმი პატივისცემა საჯაროდ დააფიქსირა.
მათ წერილებს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი გამოეხმაურა და პოსტი გამოაქვეყნა.
„ეს „სქრინი“ შემომხვდა დღეს აქ და გულგრილად ვერ ჩავუარე. ან ასეთ დიდ სიყვარულს გულგრილად როგორ უნდა ჩაუარო?
თავად განსაჯეთ: სადღაც 90-იანი წლების ბოლო იყო.
სააკაშვილი ჯერ კიდევ მგონი მოქკავშირის ახალგაზრდა ლიდერი გახლდათ, ირინა სარიშვილს შევარდნაძის ხელისუფლების კრიტიკის გამო საჯაროდ „პოლიტიკური კახპა” უწოდა.
სანაცვლოდ ედპ-ს მამაკაცი ლიდერები (მაშინ სარიშვილი ჯერ კიდევ არ იყო გაგდებული ამ პარტიიდან) სააკაშვილს სახლთან დახვდნენ და როგორც მაშინდელი ტელევიზიები იუწყებოდნენ, პანჩური ამოარტყეს.
მერე სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა, ხოლო ქალბატონი ირინა საქართველოდან რუსეთში გაქცეულ ნომერ პირველ ტერორისტს და კრემლის მსახურს იგორ გიორგაძეს შეეკრა და მისი პარტიის ლიდერად მოგვევლინა.
სააკაშვილმა მთელი პარტია დაიჭირა და ციხეში ჩაყარა ოღონდ ირინას არ შეეხო.
როგორ გგონიათ, მაშინ შეუყვარდათ ერთმანეთი?
როგორც არ უნდა იყოს, დღეს ერთად არიან.
დღეიდან ამათი სიყვარულის ისტორია ჩემი საყვარელი მელოდრამაა ქართულ პოლიტიკაში“,- წერს მეტრეველი.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„მადლობა ყველაფრისთვის! ბოდიში რომ აქამდე ვერ შევხვდით, ძალიან მიყვარხარ, გკოცნი“ - ვის გაუგზავნა წერილი სააკაშვილმა?
🔵VIDEO: მამუკა ჩარკვიანისა და ბაბი კირკიტაძის დუეტი პირდაპირ ეთერში - ემოციური ვიდეო
🔵ტრაგედია ნიჟარაძეების ოჯახში და სკანდალებით მოცული სოფო ნიჟარაძის პირადი