Digest Logo

„ბოლო 2 თვის განმავლობაში, 5 ათასი კილომეტრი გავიარე, ლამის მთელ საქართველოს შემოვუარე და ჩემი მანქანა ორმოში ერთხელაც არ ჩავარდნილა - ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა წინ წავიდა...“ - ბაკურ ბაკურაძე

1636103514
ბაკურ ბაკურაძე

რეჟისორი ბაკურ ბაკურაძე ჟურნალ „გზის“ კითხვას, როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება ბოლო 10 წელიწადში, ასე პასუხობს:

„როგორ შეიცვალა ჩემი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა „ქართული ოცნების“ პირობებში? პირდაპირ გეტყვით, სააკაშვილის ხელისუფლების დროს მე, როგორც ხელოვანი, საერთოდ არ ვარსებობდი, რადგან იმ ხელისუფლებას გადახაზული ვყავდი, მაგრამ ეს ხელს არ მიშლიდა, ჩემი საქმე მეკეთებინა და ჰონორარი საზღვარგარეთ მიმეღო. ოჯახს სწორედ ასე ვინახავდი, ამიტომ წინა ხელისუფლების დროს მეტი ფული მქონდა, ვიდრე ახლა მაქვს.

ისე, ჩემთვის წარმოუდგენელია, ფულის გამო რომელიმე ხელისუფლების მეხოტბე გავხდე. მთავარია, ხელისუფლება როგორ ექცევა ჩემს ქვეყანას. ბოლო 2 თვის განმავლობაში 5 ათასი კილომეტრი გავიარე, ლამის მთელ საქართველოს შემოვუარე და ჩემი მანქანა ორმოში ერთხელაც არ ჩავარდნილა – ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა წინ წავიდა, ვითარდება, ყველგან იდეალური გზები დააგეს. ახლანდელი მთავრობა ფულს ნამდვილად არ მიხდის, არც შევარდნაძის დროს მიხდიდა, არც სააკაშვილის დროს და არც ახლა, მაგრამ თავი გამაქვს…“

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„დღეს ტაქსით მომიწია წასვლა, მძღოლი აღმოჩნდა ყოფილი პოლიციელი, საშინელება მითხრა...“ - რას წერს ნიკა ქავთარაძე

🔵ტრაგედია ქორწინების დღეს, 3-ჯერ სიკვდილს გადარჩენილი, შეცვლილი ცხოვრება და „კაცის მკვლელობა“ - მაიკო კაჭკაჭიშვილის უცნობი ამბები

🔵პირადი ცხოვრების გარეშე დარჩენილი მაკა ცინცაძე, გაყრა 8-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ და მარტოხელა დედობა

🔵უზარმაზარი სახლი, დეპრესია, მეუღლე - გვანცა დარასელიას პირადი

🔵 ბავშვობის ოცნება, მდიდარი ქმარი და ცხოვრება ეკრანს მიღმა - დიანა ჯოჯუას უცნობი ამბები