„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში საბავშვო ევროვიზიას გამოეხმაურა, რომელიც 19 დეკემბერს ჩატარდა.
„დიდების ევროვიზიაზე საქართველო ყოველთვის არის საშინელება, უგემოვნობის ნიმუში, როგორც მუსიკალურად, ასევე ვიზუალურად. ბავშვების ევროვიზიაზე ყოველთვის კარგი.
დღესაც ძალიან მაგარი იყო ჩვენი პატარა ბიჭი და მისი თანმხლები მოცეკვავე გოგონები.
სულ ცოტა დააკლდა სამეულამდე. ყველაფერი გემოვნებით იყო გაკეთებული, მინიმალისტურად.
ლამაზი ფერებით გაფორმებული, სამივე ბავშვის დახვეწილი ჩაცმულობა და თვალში საცემად დიდი ყვითელი საათი ხელზე:))
ყოჩაღ!",- წერს რომან გოცირიძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
„სინოფარმის“ ბუსტერი „ომიკრონის“ წინააღმდეგ სუსტია“ - ჩინელი მეცნიერები
თბილისის ნაწილს დღეს წყალმომარაგება შეუწყდება - გადაამოწმე შენი მისამართი
🔵„22 დეკემბერს სიფრთხილით უნდა დაველოდოთ“ - ვანგას წინასწარმეტყველება პანდემიის დასასრულზე