ცხინვალის თეატრის დირექტორი, ზაზა თედიაშვილი გარდაიცვალა.
cგარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე კი მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:
„რომ არსებობს ადამიანის „უფლებები და მოვალეობები“ ყველამ იცის. ყველა ადამიანს უფლება აქვს ჰქონდეს კარგი, უსაფრთხო, ცივილიზებული ცხოვრების პრეტენზია!..
ჩვენს უმძიმეს რეალობაში მყოფი ქვეყნისთვის ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებული მოვალეობების, მაღალი ხარისხის ქართველების, მართალი ქართველების გააქტიურების პრეტენზია…
სხვაგვარად დავკარგავთ სახელმწიფოებრიობასაც, დავკარგავთ საქართველოსაც და ქართველობასაც!..“
მის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში მეგობრები გამოეხმაურნენ.
„საქართველომ მოკლა ესეც! მან შეჭამა მისი გული და სული”
„მე ცხინვალელების წინამძღოლად მიმაჩნდა ბატონი ზაზა. მეგონა, ერთ მშვენიერ დღეს გაგვიძღვებოდა წინ“, – წერენ სოციალურ ქსელში.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„მოსახლეობის დაახლოებით 15%-მდე შეიძლება კოლექტიურმა იმუნიტეტმა დაიცვას“ - იაგო ფრანგიშვილი