Digest Logo

„სალამი ღმერთო, გიორგი შენ არ გიცნობდა, მაგრამ შენს გზებს ჰბაძავდა... დროებით ანგელოზო“ - ლეჩხუმში ტრაგიკულად გარდაცვლილი ბიჭის მეგობარი

1630226869
გიორგი

28 აგვისტოს, ლეჩხუმში ავარიას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა. ცაგერის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით ახალგაზრდები ერთო ოჯახის წევრები - დეიდაშვილები იყვნენ.

ერთ-ერთი გარდაცვლილის და ანა სანთელაძე ემოციურ მიმართვას აქვეყნებს და წერს, რომ არ შეიძლება გიორგის გარდაცვალებასთან შეგუება.

„ყველა შუქი რაც ჩემს ცხოვრებაში არსებობდა ჩაქრა, ... ჩემი პატარა ბიჭი, ჩემი ყველაზე კარგი გიო, არ შეიძლება ამის გადატანა (ბავშვებო რაც რამე ფოტო და ვიდეო გაქვ , კარგი ცუდი სულელირი, იდიოტური ყველაფერი ჩამიგდეთ მესინჯერში რა)", - წერს სანთელაძე.

ასევე გარდაცვლილის მეგობარი ელენე ეზუგბაია აქვეყნებს სტატუსს.

„არიან ადამიანები, რომლებიც პლანეტებს უდრიან.

გიორგი სანთელაზე უდრის დედამიწას. დედამიწა კიდევ ძალიან დიდია იმისთვის, რომ ერთი ადამიანი უდრიდეს, მაგრამ შეძლო და დაეტოლა.

მეორე წერილი ღმერთს გიოს გამო

სალამი ღმერთო, შენ ტკივილი ისწავლე მაშინ, როცა ცოტა ხნით ჩვენად ყოფნა დაიზეპირე. ჩვენ კი თხრობითაც გვიჭირს შენი მოყოლა ცაში.

შენ იცი – რადგან ხმას კი არა, ჩვენს თვალებს უსმენ, ადამიანის თვალებიდან წამოსულ ლურსმნებს და იცი რომ ეს ლურსმნები ჯვრის ლურსმნებზე უარესია.

სალამი ღმერთო, გიორგი შენ არ გიცნობდა, თუმცა ბევრ ნათესავზე უფრო გგავდა, შენს გზებს ჰბაძავდა უნებურად.
მინდა ღრუბელზე იჯდეს, იღიმოდეს და გიმღეროდეს. ხომ უბრალოა, მაგრამ მზისსწორ სასწაულს ვადარებ.
ცათმფრენზე ზის ახლა გიო, ზის ღიმილით და უვალოდ. მიფრინავს და გვიღიმის აქეთ გადაუხდელ ვალში მყოფებს.
დროებით ანგელოზო“- წერს ელენე ეზუგბაია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„სისხლი გამეყნინა... რა ქენით ბიჭებო ეს, დეიდაშვილებმა!“ – ტრაგედია ლეჩხუმში

🔵ტრაგედია ქორწინების დღეს, 3-ჯერ სიკვდილს გადარჩენილი, შეცვლილი ცხოვრება და „კაცის მკვლელობა“ - მაიკო კაჭკაჭიშვილის უცნობი ამბები

🔵შარშან ამ დღეს წინა საქორწინო მღელვარება გვქონდა, ყველაზე კოშმარულ ფიქრებშიც კი ვერ წარმომედგინა, რომ ბოლო დაბადების დღე იყო როცა ვხედავდი - მარიტა ჯანაშია