Digest Logo

„შეუძლებელია მასზე წარსულში საუბარი... აღარ გვყავს ჩვენი ღიმილიანი გოგო“ - პედაგოგიკის დოქტორი მარეხი ნათენაძე გარდაიცვალა

1640951682
მარეხი ნათენაძე

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მათი განცხადებით, პედაგოგიკის დოქტორი მარეხი ნათენაძე გარდაიცვალა დღეს გარდაიცვალა. როგორც სამძიმრის წერილშია ნახსენები, იგი 30 წელი კეთილსინდისიერად ემსახურებოდა თავის საქმიანობას.

„მარეხი ნათენაძის სახსოვარი...

ზეციურ სამყაროს შეუერთდა ჩვენი ჭკვიანი, გონიერი, მარეხი...

პედაგოგიკის დოქტორი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი, ფაკულტეტის საბჭოს მდივანი.

უბრალოდ შეუძლებელია მასზე წარსულში საუბარი... აღარ გვყავს მარეხი, ჩვენი ღიმილიანი გოგო, უბადლო თანამშრომელი და მეგობარი, უაღრესად მაღალი პასუხისმგებლობის, ნამდვილი ადამიანობის მატარებელი, რომლისთვისაც საზოგადოებრივი საქმე, ყოველთვის პირველ ადგილზე იყო.

დიდია, ჩვენი ტკივილი, სიტყვებს ვერ ვპოულობ. ოპერაციის დღესვე ვიცოდით მისი რთული მდგომარეობა, მაგრამ არ გვინდოდა დაჯერება.. ნუ გეშინია, ძლიერი ხარ მეთქი ვამხნევებდით, არ მეშინიაო მითხრა, მაგრამ მეტი აღარ შემიძლიაო..

30 წელი ვიმუშავეთ ერთად, ფაქტობრივად მთელი ცხოვრება. გაუსაძლისია ეს ტკივილი, მიჭირს წერა და იმ განცდის გადმოცემა რასაც ვგრძნობთ მისი გარდაცვალებით.

გვაპატიე, დაგვიანებული მადლობა შენი ღირსეული საქმეებისთვის, საუკეთესო თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის, კარგი ლექტორობისთვის, დაუღალავი შრომისთვის, უბრალოდ კარგი ადამიანობისთვის.
ვუსამძიმრებთ ამ დიდ ტკივილს მის საყვარელ ძმას და დედას, რომელზეც ძალიან დარდობდა და ხშირად მეუბნებოდა „რას მოესწრო დედაჩემიო’’.

ვუსამძიმრებთ მის ახლობლებს, მეგობრებს, თანამშრომლებს, მეზობლებს, სტუდენტებს და ყველას, ვინც იცნობდა მარეხი ნათენაძეს.

მშვიდად, წყნარად, აივლიდა უნივერსიტეტის კიბეებს და გვიან თუ გამოვიდოდა აუდიტორიიდან ვალმოხდილი, თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული მარეხი. საოცარი პიროვნება, იმედიანი, მაღალი პასუხისმგებლობის და ღირსეული, რომელიც 30 წელი კეთილსინდისიერად ემსახურა თავის ქვეყანას, თავის ქალაქს და უნივერსიტეტს.

ასეთი იყო ჩვენი მარეხი, რომელმაც უდიდესი და მოუშუშებელი ტკივილი დაგვიტოვა ყველას...

მშვიდობით მარეხი, ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი წმინდა სული..

განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი“, - წერია სამძიმრის წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„ყველას ოჯახში შემოსულიყოს სიკეთე და სიყვარული“ - რა ფოტოებით ულოცავს მაკა ზამბახიძე საზოგადოებას ახალ წელს

2021 წლის ტრაგედიები, რომლებმაც ქართველი ერი შეძრა

ცნობილია ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც 2022 წელს გათხოვდებიან

🔵VIDEO: აცეკვებული ზაზა ფაჩულია - როგორ აღნიშნა ცნობილი კალათბურთელის მეუღლემ დაბადების დღე

🔵„დილას უწყლო შხაპი წინასაახალწლოდ. 2021 წლის ჭუჭყი 2022 წელს უნდა გადაიყოლო“ - რას წერს გიორგი ფხაკაძე

🔵VIDEO: „კამარას გოგონათა კვარტეტი ტუალეტში“ - ნათია ფანჯიკიძე სახალისო კადრებს ავრცელებს

🔵„ჩემი ყველაზე საყვარელი გოგო და ყველაზე უმცროსი შვილი“ - მიხეილ სააკაშვილის პირველი კომენტარი სოფო ნიჟარაძესა და საერთო შვილზე

🔵„თუ ისევ შიმშილობას ან მედიკამენტებზე უარის თქმას გადაწყვეტს, მის ჯანმრთელობაზე ძალიან მძიმედ აისახება“ - გიორგი გრიგოლია სააკაშვილზე