დეკანოზი თამაზ ლომიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში შესახლების ამსახველი კადრების გავრცელებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ამბობს, რომ ეს კადრები სამარცხვინოა.
„ეს დღეებია სულ ის წარმოუდგენელი კადრები მახსენდება, როგორ მიათრევენ ნაშიმშილებ, მოტყუებულ, ტანსაცმელშემოხეულ საქართველოს პრეზიდენტს ციხის დერეფანში, შემდეგ ძირს აგდებენ და ხროვად ადგანან თავზე.
მარტო ვარ, მაგრამ საოცრად მრცხვენია ჩემი ქვეყნის გამო და კითხვები მომდის: ღმერთო, ეს რა ჩაიდინეს? ეს როგორ დაუშვეს? ეს რა იკადრეს და როგორ საქვეყნოდ თავი მოჭრეს საქართველოს.
წარმოიდგინეთ, ეს სამარცხვინო კადრები ნახეს მილიონებმა უცხოეთში, ნახეს ჩვენმა მტრებმა, დაგვცინეს, ბოროტად გაიხარეს ჩვენს სიბრიყვეზე და რაც ყველაზე დიდი უბედურებაა, ეს კადრები ნახა საქართველოს მომავალმა - ჩვენმა ახალგაზრდებმა, მოზარდებმა და ბავშვებმაც კი.
ეს არის ყველაზე ტრაგიკული ამ კადრების გასაჯაროებაში, რომ საქართველოს მომავალმა თაობამ ნახა ეს უსირცხვილობა, ეს უღირსი შურისძიება და საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტის ასეთი სულმდაბალი შეურაცხყოფა. ქართველებმა ესეც დაუშვეს. საქართველოს წინაშე უპატიებელი და ჩამოუხოცავი დანაშაული ჩაიდინა ხელისუფლებამ ამ კადრების გასაჯაროებით. ეს რა იკადრეს?", - წერს დეკანოზი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵VIDEO: „ვინ გამიშვა... მე წავედი, ხო დაგაწერინეთ რეიტინგი...“ - ზალიკო ბერგერი
„არაა სწორი და კაცის შესაფერი საქციელი შენ რომ შობი მაი...“ - ზურა შევარდნაძე