სოციალური ქსელის მომხმარებელი მარი პაქსაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე წერს და ამბობს, რომ საზოგადოებას წარმოუდგენელ პარადოქსთან აქვს საქმე.
„წარმოუდგენელი პარადოქსი, ანუ ყველაზე არაადეკვატური ლოგიკა.
დროშა (სახელმწიფო) – მიშასი.
გერბი – მიშასი.
ჰიმნი – საუკუნეების განმავლობაში არავის რომ არ უმღერია და ახლა, ყველა მღერის – მიშასი.
ჯარი, ადრე დაძონძილი და მშიერი, დღეს ჩაცმული, მაძღარი და თითქმის ნატოს სტანდარტების დონის – მიშასი.
ის, რაზედაც ოცნებაც არ ღირდა – სამხედრო ტექნიკის გამოშვება – მიშასი.
პატრული – მიშასი.
საათივით აწყობილი საგადასახადო – მიშასი.
საბაჟო, 5 წუთში მანქანიდან გადმოუსვლელად გატარების რეჟიმში – მიშასი.
იუსტიციის სახლები და ამ სახლების გამო პირდაღებული ჰილარი კლინტონი – მიშასი.
ახალი საავადმყოფოები, სკოლები – მიშასი.
ერთიანი, სამართლიანი, სუფთა ეროვნული გამოცდები – მიშასი.
დენი – 15 წლიანი საყოველთაო სიბნელის შემდეგ – მიშასი.
გზები და ავტობანები – მიშასი.
გამქრალი კორუფცია – მიშასი.
დოლარი -1,65 მიშასი.
პენსია 14 ლარიდან 150 ლარამდე - მიშასი.
ახალი ბათუმი, სიღნაღი, მესტია, ანაკლია, ყვარელი და ა.შ. (თითქმის ნახევარი საქართველო)- მიშასი.
ლაზიკა – სამეგრელოში სიღარიბის და უმუშევრობის სამუდამოდ გაქრობის პერსპექტივა – მიშასი.
ახალი კურორტები ზემო აჭარაში, იმერეთში, კახეთში, სვანეთში – მიშასი.
ყველაფერი , რასაც ირგვლივ ხედავთ , არსებობს და სუნთქავს – მიშასი!
და ბოლოს, საქართველოს რეფორმებით გაოგნებული მტერი და მოყვარე – ესეც მიშასი!
მხოლოდ ცხრა წელიწადი ამისთვის. მხოლოდ ცხრა! და ეს ყველაფერი შევარდნაძის მიერ დატოვებული ნახევარმილიარდიანი სახელმწიფო ბიუჯეტის ფონზე.
ახლა კი, ზემოთ ნახსენებ პარადოქსზე – აი, ამ კაცზე (მიშაზე) ამბობენ, ეს ქვეყანა დააქცია და საკუთარ სამშობლოში ამის გამო ჯვარზე გაკვრით ემუქრებიან!”, - წერს მარი პაქსაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
„არაა სწორი და კაცის შესაფერი საქციელი შენ რომ შობი მაი...“ - ზურა შევარდნაძე
🔵„ვინ ხართ? სად გაიზარდეთ? რა დაგიშავათ ამ ქვეყანამ ასეთი?“ - ვის მიმართავს თინა ხიდაშელი
🔵„ერთი რამ დღესავით ნათელია...“ - რა სტატისტიკას ასაჯაროებს ბიძინა კულუმბეგოვი
🔵„ძალიან მეწყინა, ცოტაც და ტირილს ვაპირებდი...“ - რა შეემთხვა ნინა სუბლატს