Digest Logo

VIDEO: „ვინ გამიშვა... მე წავედი, ხო დაგაწერინეთ რეიტინგი...“ - ზალიკო ბერგერი

1636451563
ზალიკო ბერგერი

შოუმენი ზალიკო ბერგერი გუშინ „ცეკვავენ ვარსკვლავებს“ გამოეთიშა. ზალიკომ მხოლოდ ორ ტურში მიიღო მონაწილეობა. პირველ საკონკურსო ტურზეც აუტსაიდერებში იდგა და ეს იმდენად მძიმედ აღიქვა, რომ თავის მეწყვილეს გვერდზეც არ დაუდგა…

ამჯერად ის კიდევ მოხვდა აუტსაიდერებში და პროექტიც დატოვა, თუმცა როდესაც აუტსაიდერებში გამოაცხადეს, მან აღნიშნა, რომ თავად აპირებდა პროექტის დატოვებას და ეს შოუს შემქმნელებმა იცოდნენ, რადგან ის ერთ კვირაში საქართველოდან მიემგზავრება.

სოციალურ ქსელში აუტსაიდერების ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გვერდზე, როგორც ჩანს, დიზაინერმა წაიკითხა მაყურებლის კომენტარები, სადაც წერდნენ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, ვინაიდან „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მისი ადგილი არ არის.

როგორც ჩანს, ზალიკო ბერგერი ამ კომენტარებმა გააღიზიანა და დიზაინერმა დაწერა:

„ვინ გამიშვა… მე წავედი, ცოტა კი გავერთე)) ხო დაგაწერინეთ რეიტინგი…“

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„ირაკლიმ სიკვდილი გამიადვილა, ნანამ კიდევ, სიკვდილი მომანდომა“ - გელა ჩარკვიანის ტრაგედიებით აღსავსე პირადი

🔵„ბოლო 2 თვის განმავლობაში, 5 ათასი კილომეტრი გავიარე, ლამის მთელ საქართველოს შემოვუარე და ჩემი მანქანა ორმოში ერთხელაც არ ჩავარდნილა - ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა წინ წავიდა...“ - ბაკურ ბაკურაძე

🔵ტრაგედია ნიჟარაძეების ოჯახში და სკანდალებით მოცული სოფო ნიჟარაძის პირადი

🔵მეუღლესა და ქალიშვილზე ძალადობა, სასტიკად ნაცემი ბიზნესმენი და 20 წლით პატარა რჩეული - სკანდალებში გახვეული დავით კოდუას პირადი ამბები