Digest Logo

„საფარის“ ოფისს თავს დაესხნენ

1625494491
ბაია პატარაია

არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია წერს, რომ დღეს მათ ოფისს თავს დაესხნენ. მომხდარს უფლებადამცველი სამართალდამცველების გულგრილობით და სახელმწიფო სისტემის მოშლით ხსნი, გამოსავალს კი ხელისუფლების შეცვლაში ხედავს.

„ადამიანის უფლებათა სახლზე, სადაც ასევე არის საფარის ოფისი, მოხდა თავდასხმა. პიროტექნიკაც კი შეყარეს და ადამიანიც კი დაზიანდა. იცოდეთ მაინც დარბევის მასშტაბები.

ასე ხდება როცა კანონს არ იცავს პოლიცია და ხელისუფლება, ხოლო საპატრიარქო გავეშებულ ბრბოს მიუქსევს უფლებადამცველებს, ჟურნალისტებს და ფერადმაისურიან ბავშვებსა თუ ტურისტებს...

სახელმწიფო არ გვაქვს!
„ქართული ოცნების“ მმართველობა უნდა დასრულდეს.

აბა, მიშა გინდა?! თუ არჩევანი მარტო მიშასა და ბიძინას შორის მაქვს დღეს, ისევ გაცხელებული ხინკალივით მეორედ ჩამოტარებულ მიშას ავირჩევ. და თქვენ სასოწარკვეთის რა ლეველზე ხართ?“, - წერს პატარაია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ეჰ, ასეთი შემართებით რომ ებრძოდეს დედა ეკლესია აზარტულ თამაშებს, ნარკოტიკებს, ოჯახურ და ბავშვთა მიმართ ძალადობას...“

„მე ამის წინააღმდეგ დავდგები, თუ გინდა ბნელი დამიძახე, გინდა – ჰომოფობი!“ – „მასტერი“ „პრაიდზე“

„მოძალადეები რომ არა, ისე ჩაივლიდა დღევანდელი დღე, ნახევარზე მეტი მოქალაქე ვერც გაიგებდა რა ხდება“...