მწვანე პასპორტი უქმდება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე დღეს, 1-ელ თებერვალს მიიღეს.
ამ ამბავს სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი თათია შარანგია გამოეხმაურა. მისი თქმით, აცრა ჯანმრთელობის გამო გაიკეთა და არა ე.წ. მწვანე პასპორტისთვის.
„ავიცერი ჩემი და გარშემომყოფების ჯანმრთელობისთვის და არა მწვანე პასპორტისთვის. ომიკრონი ისე გადავიტანე ვერ ვიჯერებდი, რომ მქონდა. ჩემ გარშემო აუცრელებსაც დაემართათ და 38/39 სიცხით და დიდი დისკომფორტით მიმდინარეობდა.
მწვანე პასპორტის არსებობა იყო გასაკვირად კარგი გადაწყვეტილება იმ მოცემულობაში, რომელშიც ვართ. პირადად მე და ჩემი ოჯახი არ ვივლით იმ ლოკაციებზე, სადაც არ მომთხოვენ ან ვაქცინაციის ცნობას, ან ბოლო 48 საათში ჩატარებულ პისიარს.
სასაცილოა ანტივაქსერების „გამარჯვებული“ სტატუსები. თუმცა, სასაცილოა ზოგადად ანტივაქსერობა.
ჯანმრთელობას გისურვებთ აცრილებსაც და აუცრელებსაც“, - წერს შარანგია.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„დაუმატეთ ერბოს ცოტა ქონდარი და ჯინჯერი, შემდეგ კი გაყინეთ“ - ვაქცინის ხალხური მეთოდი
🔵„მოეშვით კოვიდგადატანილების ორჯერ და სამჯერ აცრას“ - იაგო ფრანგიშვილი საგანგებო მიმართვა
🔵თუ ორგანიზმი D ვიტამინს საჭიროებს, მაშინ თქვენ აუცილებლად გექნებათ ეს სიმპტომები
🔵Dდიმერი, ცე რეაქტიული, კოაგულოგრამა - არის თუ არა საჭირო კოვიდის დროს ამ ანალიზების გაკეთება?