კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი ნინო მახარაშვილი-ბარათაშვილი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მახარაშვილს კორონავირუსის გადატანიდან ორ თვეში სისხლის დაავადება დაუდგინდა, რამაც მისი სიცოცხლე იმსხვერპლა.
„ძალიან ძნელია Nino Makharashvili-Baratashvili-ზე წარსულში ილაპარაკო, ადამიანზე, რომელშიც შერწყმული იყო სილამაზე, ნიჭი და განათლება, იყო საიმედო კოლეგა და მეგობარი. რამდენიმე პროექტის განხორციელება გვსურდა ერთად, მაგრამ ვერაგმა სენმა ამ ქვეყნად არ დაგვაცადა. მჯერა და მწამს იმქვეყნად ცხოვრება გრძელდება და იქ მაინც შევძლებთ ჩვენი იდეების განხორციელებას. საშინლად დამწყვიტე გული, შეხვედრამდე პროფესორო", - წერს ვალერი კატუკია.
ნინო მახარაშვილი-ბარათაშვილის გარდაცვალებას უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.
„მართლაც რა ხანმოკლეა და ხან რაოდენ უსამართლო ცხოვრება. საქართველომ დაკარგა დიდი საგანძური თქვენი სახით და ვინც კი შორი-ახლოს იცნობდა, იცის ყოველივემ, რომ ერთგვარი სახე იყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის. თანავუგრძნობ ყველა პროფესორ-მასწავლებელს ამ დიდ ტკივილს. ჩემთვის გამორჩეული ადამიანი წავიდა იმ ქვეყნად და თან წაიღო დიდძალი ცოდნის საგანძური, რომლითაც საქართველოს არაერთი კარგი საქმე ელოდა. დაუჯერებელია და მაინც რატომ?”, „ნინაჩკა…ასე გეძახდი მუდამ. გულისხმიერო, გონიერო, ერთგულო, „კრასავიცა". დაუჯერებელია შენი წასვლა. სამუდამო სასუფეველი შენს სულს!”.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ვინ არის 33 წლის ქალი, რომელიც რუხის კლინიკაში კორონავირუსით გარდაიცვალა
🔵VIDEO: „დღემდე არაფერი არ მითქვამს და იდი ნა@@ი" - ვის მიმართავს ნელი აგირბა
🔵„თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს" - დეკანოზი გრიგოლი გარდაიცვალა