რუხის კლინიკაში კორონავირუსით 33 წლის ქალი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი კლინიკაში რვა დღის განმავლობაში მკურნალობდა.
პაციენტი კლინიკაში ფილტვის დაზიანებით შეიყვანეს, ექიმის თქმით, მას თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.
აღნიშნულს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია ეხმაურება.
„ასეთი კარგი გოგო, ჩემი სტუდენტის მეუღლე წაგვართვა კოვიდმა. დიეგო სამუშია, გამაგრდი ჩემო ძმაო", – წერს არჩილ გამზარდია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„კატასავით განაბულა ერთი ბიჭი" - ნიკა გვარამია ცოლთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოებს აქვეყნებს