Digest Logo

„სიკვდილო, ვინ წაგვართვი?... არ დააცადე ქართულ მიწაზე სიკვდილი, უცხო ქვეყანაში მიადექი და სული ამოხადე" - ვინ არის ემიგრანტი, რომელიც იტალიაში გარდაიცვალა

1632245200
ემიგრანტი

„შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” სოციალურ ქსელში სამწუხარო ამბავზე წერს. როგორც მის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებიდან ირკვევა, იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. ის დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა მძიმე სენს.

„გარდაიცვალა იტალიაში ახალგაზრდა ემიგრანტი, ლიკა ნოზაძე. სიკვდილო, ვინ წაგვართვი?? ეცხოვრა, ეცოცხლა, ყოფილიყო ჩვენს გვერდით,, ის კი არა და არ დააცადე ქართულ მიწაზე სიკვდილი, უცხო ქვეყანაში მიადექი და სული ამოხადე.

ბოლომდე იბრძოლა მყარად, ბოლომდე ებრძოდა ვერაგ დაავადებას და ამბობდა კიბო განაჩენი არაოო და რატომ იყო ლიკუნა შენ შემთხვევაში განაჩენი? რატომ? რატომ? ბოლოს ამბობდი ვბრძოლობ, მაგრამ ორგანიზმი არ მომყვებაო.

საშინელების უიმედობის ბოლო ერთი თვე გაიარე ლიკო. რუსო დეიდა როგორ ვაიმედოთ, რა ვუთხრათ, რით დავამშვიდო ახლა? ვერაფრით ვერა.

„შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.”

ამბობდი მაინც ნუ გეშინიათ არ მოვკვდებიო, არც კიდევ სიკვდილის მეშინიაო.

რამდენი იწვალე და მაინც შემართებით იყავი. როგორ მოგერია ეს ვერაგი დაავადება , შენ ხომ ძლიერი გოგო იყავი. სამუდამოდ გემშვიდობებით 8 წლიანი დაუზოგავი შრომით დაღლილმა იტალიის მიწა დატოვე.

ყველას და ყველაფერს ტოვებ და უსასრულობაში მიდიხარ...საბოლოოდ გემშვიდობებით ჩე საბოლოოდ მოწერილ მესიჯს ვაქვეყნებ , რომ მპირდებოდი თქვენთვის ვილოცებო. ახლა პირიქით ხდება

მშვიდობით პატარავ მხიარულო და ხალისიანო ყველას რომ შეავაყვარე თავი და ყველა გულნატკენი დატოვე სიცოცხლისთვის ბევრი იბრძოლე. მისი სიცოცხლისთვის ბრძოლა დასრულდა…. შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული.

უფალმა სამოთხის კარი გაგიღო და შენც შენი ფიქრებითა და აუსრულებელი ოცნებით დაადექი სასუფევლის გზას. ყველაფერი გიხაროდა, მაგრამ განგებამ არ გაცადა მოგისპო სიცოცხლე. ულმობელმა ცხოვრებამ დაგასნეულა და თვალებში სიცოცხლის ნიშანწყალი გაგიქრო. წახვედი და თან გაიყოლე შენს ოჯახზე ფიქრები, ოცნებები, აუხდენელი სურვილები.

შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ცრემლებისა. ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ ლაღი, სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო, ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მიწა.

‘შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული", - წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„გული გამეგლიჯა... პირველი აღსარება მისთვის ჩაუბარებია... " - ვინ არის მღვდელი, რომელიც ნიკო კვარაცხელიას უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად უკრაინიდან ჩამოვიდა

🔵„თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს" - დეკანოზი გრიგოლი გარდაიცვალა

🔵„ნებისმიერს შეუძლია დანახვა თავის ირგვლივ მაგალითებზე" - დავით გადელია აკაკი ზოიძეს გამოეხმაურა

🔵„მომბაძეთ..." - ნახეთ, რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

🔵VIDEO: „ფეხზე ვეღარ ვდგები, ვერ ვსუნთქავ, წამიყვანეთ აქედან" - რას ამბობდა კოვიდპაციენტი, რომელიც დღეს გარდაიცვალა

🔵„ღმერთო, მიეცი ძალა მის ოჯახს, ამ ტკივილის ასატანად" - ვინ არის საბერძნეთის ციხეში გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტი