Digest Logo

„შეიკრიბა სამეზობლო და ბჭობდნენ, როგორ უნდა ეთქვათ ეს შემზარავი ამბავი... გულში იმას ნატრობდა, ნეტავ სიკვდილი ასცდეს“ - რას წერს პეტრე კოლხი

1639208814
პეტრე კოლხი

მამა პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც ერთ-ერთი ოჯახის ტრაგედიის შესახებ წერს. მისი წერილიდან ირკვევა, რომ ახალგაზრდა შვილის გარდაცვალების შემდეგ, რამდენიმე დღეში მამაც გარდაიცვალა. პეტრე კოლხის ემოციურ წერილს „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.

„შვილის სიკვდილს უმალავდნენ…

შეიკრიბა სამეზობლო და ბჭობდნენ, როგორ უნდა ეთქვათ ეს შემზარავი ამბავი… შორიდან ყური მოჰკრა ჩოჩქოლს, არ გამორჩენია ზედმეტი მოძრაობები, დაძაბული საუბრები. გულმა არ მოუთმინა, ნახევრად წაქცეული ხის კარი შეაღო და მეზობლის სახლისკენ ნერვიული ნაბიჯებით გაეშურა… გრძნობდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო… გულში იმას ნატრობდა, ნეტავ სიკვდილი ასცდეს ამ საახალწლოდ ყველას ოჯახს, დანარჩენს რამენაირად გავუძლებთო…

შორიდან შეამჩნიეს თუ არა, შეძლებისდაგვარად გაჩუმდნენ. შეიძლება პირი მოკუმო, მაგრამ ემოციას, ცრემლებში ჩამხრჩვალ თვალებს ვერ დამალავ, თავისით ჰყვება სათქმელს…

ყველაფერს წარმოიდგენდა, ყველაფერს გაიკარებდა გულთან ახლოს, მაგრამ მისი პირველი შვილის სიკვდილის ამბავს თუ მეზობლის სახლში მოისმენდა, ვერასდროს წარმოიდგენდა…

არადა, დარწმუნებული იყო, რომ საახალწლოდ მისი მონატრებული ვაჟი კარს შემოაღებდა და ძველებური შეძახილებით ააწრიალებდა ოჯახს…

ათამდე მამაკაცი იჭერდა, ძლივს ერეოდნენ, რომ ცხელ გულზე რამე უბედურება არ ჩაედინა… საკუთარ თავს დიდად ვერც იდარდებდა, სახლში ცოლი ელოდა, რომელიც დილიდან შეშინებული უმეორებდა ქმარს, ცალი თვალი ისე ცუდად მითამაშებს, რამე ცუდი არ მოხდესო… ჰოდა, ცა ჩამოექცათ… როგორ უნდა მიეტანა ოჯახში ამბავი, რომ დასრულდა მათთვის სამუდამოდ საახალწლო ზეიმები…

ქალმა შეიძლება ბევრი იტიროს და არც გაგიკვირდეს, კაცის უხერხული, მაგრამ ერთი ტკივილიანი ამოძახილი მტერიც რომ იყო, გულს გაგიხეთქავს…

მესამე დღეს ჩამოასვენეს… სამი ღამე მშობლებთან ერთად არც ნათესავებს ეძინათ, არც მეზობლებს…

შობამდე სამი დღით ადრე უკანასკნელად ,,ესტუმრა” ოჯახს უფროსი შვილი… დილის ექვსი საათი იყო, მთელი უბანი მოთქვამდა…

მაშინ ახალგაზრდები ასე ადვილად არ კვდებოდნენ და ეს ერთი ოჯახის არა, მთელი ქალაქის ტრაგედია იყო…
არ მოიძებნენოდა სიტყვა, რომელიც ვინმეს ნუგეშს მოუტანდა…

მიცვალებულის მამას მეზობლები მეოთხე ღამეს ძილს და დასვენებას აძალებდნენ…

ცოტა ძალა უნდა მოიკრიბო, სახლში შვილი ბოლოჯერ გეწვია და უკანასკნელ გზაზე ღირსეულად გავაცილოთო…
თითქოს დაიჯერა და საძინებელში შეაცილეს…

ჰო, დაისვენა… მეორე დილით აღვიძებდნენ, მაგრამ ისე ღრმად ჩასძინებია, მისი პირველი ვაჟის სტუმრობამაც ვერ გამოაღვიძა…“, - წერს პეტრე კოლხი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„6 ემიგრანტი გარდაიცვალა, ოთხი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს“ - რას ჰყვება ქართველი იურისტი

„მიშა მაგარიაზე“ ან „ჩემი საქართველო აქ არის“ -ზე ბავშვი არ უნდა ცეკვავდეს... სასწავლო დაწესებულებები აპოლიტიკურია“ - მანჩო იოსელიანი

რა გაფრთხილებას აძლევს გიორგი ფხაკაძე 35 წელს გადაცილებულ ქალებსა და 40 წელს გადაცილებულ კაცებს

„როცა ყველა ნაძვის ხეს რთავდა, მე მოდულის დილეგში გამომამწყვდიეს... ვიყვირე და ბორკილებიანი ხელები მაღლა ავწიე“ - ლალი მოროშკინა ცხოვრების რთულ პერიოდს იხსენებს