4 დეკემბერს იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტს საემიგრაციო და სრულიად ქართული საზოგადოების ვნებათაღელვა მოჰყვა. რეჯიო-დი-კალაბრიაში მოღვაწე ქართველ იურისტს ნინა წიკლაურს exclusivetv.ge დაუკავშირდა და აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთებინა.
- საქმე ის არის რომ კალაბრიაში წელს 6 ქალბატონი გარდაიცვალა, მათ შორის ოთხი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. იტალიელებს პასუხს არავინ სთხოვს და სწორედ ამ ფაქტებზე დაყრდნობით, მე ეს საკითხი არაერთხელ დავაყენე, რომ გარდაცვლილების ოჯახის წევრებმა საქმის გამოძიების სურვილი გამოთქვან და რამდენიმეს თვითონვე დავუკავშირდი, მაგრამ, სამწუხაროდ უარი მივიღე.
- ქალბატონო ნანა, მსგავსი ფაქტების შემთხვევაში რა სამართლებრივი ფორმები არსებობს? რა პროცედურებია საჭირო და ვის უნდა მიმართოს, საქმის გამოძიებით დაინტერესებულმა პირმა?
- იმ შემთხვევაში თუკი გარდაცვლილი პირების ოჯახებს, გამოძიების დაწყების სურვილი ექნებათ, ვინაიდან ამ ტიპის მოვლენები მომავალში აღარ უნდა განმეორდეს, პროცედურების დაწყებისთვის მხოლოდ სურვილია საჭირო. ასეთ დროს, რომში არსებული საქართველოს საელჩოს პოლიციის ატაშეც საკმარისია, ასევე ადვოკატების აყვანაც არ წარმოადგენს არანაირ პრობლემას.
მეც ძალიან ვწუხვარ ქალბატონი გალინას გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებ ოჯახს. ვფიქრობ, რომ იტალიაში აღარ არის 18 წლის წინანდელი პერიოდი, როდესაც მე ემიგრანტი გავხდი, როდესაც ასეთ საკითხებზე ჯერ კიდევ არაფერი იყო ცნობილი.
ერთია, რომ ასაკიანი და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ქალბატონები უნდა მოერიდონ ემიგრაციაᲨი წასვლას, რადგან არის დაავადებები რომლებიც ასაკთან ერთად, უფრო და უფრო რთულდება და მეორე ის რომ კალაბრიაში, მიუხედავად იმისა რომ მთელი ქალაქი ე.წ. „დამსაქმებლებად“ არის გადაქცეული, არ არის დახმარების თხოვნის არანაირი ბარიერი. საკმარისია ყველამ განაცხადოს გასაჭირი და ერთმანეთს ასწრებენ დახმარების, ხელის გამართვას.
- თქვენი აზრით, გარდაცვლილთა ოჯახის წევრები რატომ იკავებენ თავს?
- ჩემი, როგორც იურისტის აზრით, ეს საკითხი ორი მიზეზით განისაზღვრება. პირველი არის ის, რომ ქართველებს არ სჯერათ მართლმსაჯულების, მით უფრო იტალიური მართლმსაჯულების, ისევე როგორც უნდობლობას გამოხატავენ ქართული მართლმსაჯულების მიმართ. გამომდინარე აქედან ფიქრობენ რომ უბრალოდ დროის კარგვაა.
მეორე საკითხად გამოვყოფდი, ჩვენს არაჯანსაღ დამოკიდებულებას ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ასევე არ გვაქვს მართლმსაჯულებასთან ურთიერთობის და საჩივრის დაწერის კულტურა. ეს უკანასკნელი შეიძლება ჩვენი ცუდი გამოცდილების ბრალიც იყოს, რადგან ნდობა დაბალი გვაქვს.
სამწუხაროდ „ყასბები“ ყველა რეგიონში არიან, მაგრამ დღეს ემიგრაციაში მყოფი ადამიანისთვის ყველანაირი სამართლებრივი ფორმა და მომსახურება ხელმისაწვდომია. მაგრამ პოლიციის ატაშეც და პოლიციაც უძლურია, როდესაც ოჯახი საჩივარზე უარს ამბობს.
ასევე დაგაინტერესებთ👇
რა გაფრთხილებას აძლევს გიორგი ფხაკაძე 35 წელს გადაცილებულ ქალებსა და 40 წელს გადაცილებულ კაცებს
როგორი ამინდი გელოდებათ უახლოესი დღეების განმავლობაში
წყარო: exclusivetv.ge