Digest Logo

„შემცივდა, მადა დავკარგე, მოვიწყინე და მივკუთხეკუნჭულდი“ - რა შეემთხვა ნათია ფანჯიკიძეს

1641236125
ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში მორიგ განცხადებას აკეთებს და წერს, რომ მის ორ ახლობელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის გაგების შემდეგ კი ისიც ავად გახდა. როგორც თავად ამბობს,  დაეწყო უმადობა, მოიწყინა და შესცივდა.

„ჩემ ძმასთან ვიყავით დღეს ოჯახი შეკრებილი. უცებ რომ მომწერეს, ორ ახლობელს, ვისთანაც კონტაქტი მქონდა, თურმე კორონა დაუდგინდა, ხო და ეს რომ გავიგე, მყისიერად და სასტიკად ავად გავხდი, მოვიკუნტე და შემეყარა ერთად ომიკრონი, უხანი, დელტა, ომეგა და რაც კი გამიგია საერთოდ.

შემცივდა, მადა დავკარგე, მოვიწყინე და მივკუთხეკუნჭულდი.

ძმისშვილმა მითხრა, თან გადატანილი მაქვს, თან აცრილი ვარ, მე მოგივლიო, ერთად ვიყოთო და გამიხარდა, უსაქმობა, გოგოური ცხოვრება ჩემ ყვავილებიან სახლში დიდი ბედნიერება იქნება -მეთქი, ავჭიკჭიკდი.

გახარებულ-გადიდგულებულმა, დამისხი შამპანური, შესანიშნავი დიდკორონობა აღვნიშნოთ -მეთქი, ლაშას ვუთხარი.

ერთი ჭიქა, ორი, მესამეს ნახევარი და ჰოი საკვირველებავ, გამოვჯანმრთელდი.

სულ ყველაფერმა გამიარა“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

VIDEO: ხელის თხოვნა პირდაპირ ეთერში - დასთანხმდა თუ არა მანანა თოდაძე გია ჯაჯანიძეს ცოლობაზე?

🔵„მე ყოფილი მოთამაშე ვარ... წავაგე ემოციები, ვეღარ ვგრძნობდი სიყვარულს… რამდენი რამე მომპარა თამაშმა“ - თევდორე გოგოლაძე

🔵VIDEO: „გამისკდება გული... შოკში ვარ, ყველაფერი მიკანკალებს" - ქალის რეაქცია, როდესაც გაიგო, რომ 100 000 ლარი მოიგო

🔵„ღალატისთვის ყოფილ პრეზიდენტს პასუხი საგები აქვს ცოლის და არა ამომრჩეველთა წინაშე... იმსახურებს ცოლისგან პრობლემებს და განქორწინების მოთხოვნას“ - ესმა გუმბერიძე

🔵„მას როგორც ლიდერს აღარასდროს ვაღიარებ! მრცხვენია საკუთარი სინდისის წინაშე, რომ ოდესღაც ამ აღვირახსნილ პიროვნებას მხარს ვუჭერდი“ - თეკლა ზუროშვილი

🔵„მამიკო სად ჰყავს?“ - ალექსანდრა პაიჭაძე საყვარელ კაცს დაშორდა?