Digest Logo

„შენი ქალიშვილი შემოსავლების სამსახურში მუშაობდეს და შენი ოჯახის წევრი ამ საქმით იყოს დაკავებული, მაგარი თავხედობა და უსინდისობაა“ - გიორგი სალია ემა გოგოხიას

1642580095
ემა გოგოხია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენინსპექციის ყოფილი უფროსი გიორგი სალია სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიმართავს და მისი ძმის დაკავების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდებს.

„ქალბატონო ემა, თქვენი სიუჟეტები სამეგრელოდან ყველასთვის ცნობილია, სიცრუის ტირაჟირება, ადამიანების დისკრედიტაცია, გაუბედურებული ოჯახების აწიოკება, ცრუ ბრალდებები და ა.შ.

ქალბატონო ემა, არ გინდათ კარიერის მანძილზე ერთხელ მაინც გააკეთოთ სიუჟეტი, რომელიც სიმართლეს შეესაბამება და ობიექტურ ჟურნალისტად იგრძნოთ თავი?

ამისათვის საჭიროა TV „მთავარის“ ეთერით საზოგადოებას ამცნოთ სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლით დააკავეს თქვენი ძმა ვ.გ.

ვრცლად: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს.

დანაშაულში ამხილეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფ. ფახულანში (ქალაღალი) მცხოვრები, ტელეკომპანია მთავარი არხის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური კორესპონდენტის ემა გოგოხიას ძმა .ვ.გ.

გამოძიების პროცესში, დანაშაულში მხილებული პირისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი უაქციზო სიგარეტი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით.

შენ სხვას დასდევდე, სიუჟეტებს აშუქებდე, შენი ქალიშვილი შემოსავლების სამსახურში მუშაობდეს და შენი ოჯახის წევრი ამ საქმით იყოს დაკავებული მაგარი თავხედობა და უსინდისობაა.

იზვინიწე, ნიჩევო ლიჩნევო", - წერს გიორგი სალია.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ყოველთვის ვიამაყებ, რომ პოეტ პაოლო იაშვილს წესი ავუგე“ - როგორ აუგო წესი 1937 წელს დაბადებულ პოეტს პეტრე კოლხმა

🔵VIDEO: „კოვიდთან ბრძოლის მე-4 დღე, ალოო “ - ანრი ჯოხაძე კორონავირუსით დაინფიცირდა

🔵„მისი შენახვა 800 ევრო ღირს, შემდეგ უკვე წელიწადში 100 ევრო... მინდა სხვებსაც გადაედოთ ეს პრაქტიკა“ - რას წერს გიორგი გასვიანი

🔵„აბა შენ იცი... ახლა მეორე პატარა სააკაშვილით დაგვიბრუნდი“ - სოფო ნიჟარაძემ საქართველო დატოვა?

🔵VIDEO: „დამანებე თავიიიი“ - თურქეთში ჩასულ გია სურამელაშვილს ბრჭყვიალა მანქანა აჩუქეს?

🔵„ნუ გადაიჯ@@თ... ნახევარი ტანი დავტოვე თქვენი სახლების დასაცავად და ჭიქა წყალი არ მახსოვს თქვენგან“ - ვეტერანი დევნილებს მიმართავს