ჟურნალისტი გიორგი გასვიანი და მისი მეუღლე მარიტა მელიქიშვილი სულ ცოტა ხნის წინ პატარა გალაკტიონის მშობლები გახდნენ. წყვილმა სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო. მათ ახალშობილის არაერთი ფოტო გამოაქვეყნეს.
ამჯერად ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში მეგობრებს მადლობას უხდის, რადგან მათ შეძლეს მისი შვილის ჭიპლარის სისხლის და ღეროვანი უჯრედის გაყინვა და სპეციალურ საცავში შენახვა.
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს დიდ სამეგობროს და განსაკუთრებით Magda Bersenadze ინიციატივისთვის, რომლებმაც მოიფიქრეს საოცარი საჩუქარი გალასთვის მისი დაბადებისას! ეს არის ჭიპლარის სისხლის და ღეროვანი უჯრედების გაყინვა და სპეციალურ საცავში შენახვა!
მოგეხსენებათ ეს პრაქტიკა საქართველოშიც დაინერგა უკვე რამდენიმე წელია! ჭიპლარის სისხლის ღეროვან უჯრედებს გააჩნია უნიკალური შესაძლებლობები გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე, გამოაჯანმრთელოს სხვადასხვა ვერაგი დაავადებისგან! ეს დიდი დაზღვევაა ბავშვებისთვის! პირველი წელი მისი შენახვა 800 ევრო ღირს, შემდეგ უკვე წელიწადში 100 ევრო!
წარმოიდგინეთ როგორი რთულია საქართველოში ბევრი ოჯახისთვის, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა ეს ხარჯი დაფაროს პირველ წელს, ბავშვის დაბადებისას ხომ ისედაც უამრავი რამ სჭირდება ოჯახს! ამიტომ თუკი მეგობრები გადაწყვეტენ ახალშობილისთვის მაგალითად „ბოდეების " ნაცვლად ამ საჩუქრის გაკეთებას, რომელიც უფრო ღირებულია - მომავალში ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა იქნება დაზღვეული..
მინდა სხვებსაც გადაედოთ ეს პრაქტიკა და გაუკეთოთ ახალშობილის ყველაზე საუკეთესო საჩუქარი, „ღეროვანი უჯრედების შენახვა“, - წერს გიორგი გასვიანი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„აბა შენ იცი... ახლა მეორე პატარა სააკაშვილით დაგვიბრუნდი“ - სოფო ნიჟარაძემ საქართველო დატოვა?
🔵VIDEO: „დამანებე თავიიიი“ - თურქეთში ჩასულ გია სურამელაშვილს ბრჭყვიალა მანქანა აჩუქეს?