დავით ახრახაძე 22 წლის იყო, როდესაც აფხაზეთში თავისი სურვილით წავიდა. სოფელ მერკულაში ბრძოლისას ცალი ფეხი დაკარგა. ამის მიუხედავად, ორთვიანი მკურნალობის შემდეგ ოჩამჩირეში ისევ თანამებრძოლებს შეუერთდა.
ახლა კი სოციალურ ქსელში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს მიმართავს.
„სახლი დავკარგეთ და სასწრაფოდ მოგვეცით ბინები, თუ არა გადადგეს ეს მთავრობაო, გაკივიან ის ხალხი ვის უმეტესობასაც ტყვია არ გაუსვრია თავის კუთხის დასაცავად...
ნახევარი ტანი დავტოვე იბიომატებო თქვენი სახლების დასაცავად და ჭიქა წყალი არ მახსოვს თქვენგან....
ნუ გადაი@@ით თავზე... თქვენი კუთხის დამცავი ხალხი უსახლკაროდ და თქვენგან ყაჩაღებად წოდებულები ვართ, 30 წელია და ხმას არ ვიღებთ.
ნუ გადა@@@ით თავზე მართლა.... სოხუმის დაცემის ბოლო დღეები მაინც არ მახსოვდეს... სად იყავით .... ძალიან გთხოვთ, ნუ შევეკამათებით, თორემ ძალიან დაგიკონკრეტებთ, ვინ სად იყავით 27-28-29 სექტემბერს“, - წერს დავით ახრახაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„სად გაიყიდება ეს წამლები? ახალი აფთიაქები გაიხსნება? ახალ აფთიაქარებს ვიღებთ?” – ნინო სტურუა
🔵„გვეშველება რამე?“ - ლალი მოროშკინა „რადიო იმედზე“ ახალ გადაცემას წაიყვანს
🔵ინფორმაცია მათთვის, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას ვირუსის გადატანა ურჩევნია